ბოლნისში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დაჯილდოვდნენ
ბოლნისში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა ღვაწლმოსილ მასწავლებლებს სამინისტროს სახელით მადლობის სიგელები გადასცა. ღონისძიებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ მასწავლებლებს, მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით მადლობის სიგელები გადასცა, - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეკატერინე ხუციშვილმა მასწავლებლის პროფესიის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისა და პროფესიისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.
„დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.
საზეიმო ღონისძიებაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლების 25 ღვაწლმოსილი მასწავლებელი დაჯილდოვდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ციტატები სტატიიდან
„დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. საზეიმო ღონისძიებაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლების 25 ღვაწლმოსილი მასწავლებელი დაჯილდოვდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.