ბორჯომში ღვაწლმოსილი მასწავლებლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ
ბორჯომში ღვაწლმოსილი მასწავლებლები განათლების სამინისტროს სახელით მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. მინისტრ გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, პედაგოგთა დაჯილდოების პროცესი მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი მასწავლებლები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
ეკატერინე ხუციშვილმა პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და ისაუბრა მასწავლებლის მნიშვნელოვან როლზე მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში.
პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასკოლო საზოგადოების წევრები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. მათ პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
ინიციატივის მიზანია პედაგოგთა მრავალწლიანი შრომისა და პროფესიული საქმიანობის დაფასება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.