ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ მასწავლებლებს მადლობის სიგელები გადაეცათ
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი მასწავლებლები მადლობის სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი მასწავლებლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა, - ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეკატერინე ხუციშვილმა პედაგოგებს მასწავლებლის პროფესიის განვითარებაში, ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
პედაგოგებს მადლიერების ნიშნად სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პედაგოგთა შრომის აღიარებისა და წახალისების მიზნით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს ქუთაისში გაიმართება. ღონისძიებაზე 10 გამარჯვებულ პედაგოგს სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცემა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ციტატები სტატიიდან
„ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. პედაგოგებს მადლიერების ნიშნად სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პედაგოგთა შრომის აღიარებისა და წახალისების მიზნით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება ყველა რეგიონში მიმდინარეობს. მასწავლებლის ეროვნული პრემიის დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს ქუთაისში გაიმართება. ღონისძიებაზე 10 გამარჯვებულ პედაგოგს სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცემა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.