პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის ძალადობით გადამეტების ფაქტზე სამ ყოფილ პოლიციელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამ ყოფილ პოლიციელს მოქალაქეებზე ძალადობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე სამი ყოფილი პოლიციელი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ქობულეთში მივლინებით მყოფმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამმა თანამშრომელმა 2022 წლის ივლისში, სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით, სამი ადამიანი პოლიციის შენობაში გადაიყვანა, სადაც მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებულები 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ.
სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით თანამდებობის დაკავების ჩამორთმევა განუსაზღვრა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…