ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

Reuters - საუდის არაბეთში, ერ-რიადის აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა

საუდის არაბეთში, ერ-რიადის აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა. გამოცემა Reuters-ის ცნობით, დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა და აეროპორტის მახლობლად კვამლი დააფიქსირეს. მანამდე საუდის არაბეთმა ერ-რიადის გარშემო საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა, რაც პირველი შემთხვევაა ივლისში იემენელი „ჰუსიტების“ მიერ იერიშების განახლების შემდეგ.

Reuters - საუდის არაბეთში, ერ-რიადის აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა
Reuters - საუდის არაბეთში, ერ-რიადის აეროპორტთან ხანძარი გაჩნდაინტერპრესნიუსი

საუდის არაბეთში, ერ-რიადის აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საუდის არაბეთის დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, ხოლო მოგვიანებით, ერ-რიადის აეროპორტის მახლობლად კვამლი დააფიქირეს.

მანამდე, საუდის არაბეთმა ერ-რიადის გარშემო მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა.

როგორც Reuters-ი წერს, ეს ერ-რიადის გარშემო გამაფრთხილებელი სიგნალის გავრცელების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ივლისში იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ იერიშები განაახლეს.

„ჰუსიტების“ სამხედრო პრესსპიკერმა, იაჰია სარიამ განაცხადა, რომ პარასკევს იემენის დედაქალაქ სანაში საუდის არაბეთის თავდასხმის მცდელობები აღკვეთეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.