ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Reuters: „ჰუსიტებმა“ იემენში ადენის აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანეს

იემენში ირანის მოკავშირე ჰუსიტებმა ადენის საერთაშორისო აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანეს. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ ასევე განაცხადა, რომ ერ-რიადის ჩრდილოეთით ჰუსიტების მიერ გაშვებული რაკეტა ჩამოაგდო.

Reuters: „ჰუსიტებმა“ იემენში ადენის აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანეს
Reuters: „ჰუსიტებმა“ იემენში ადენის აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანესიმედინიუსი

იემენში ირანის მოკავშირე „ჰუსიტებმა“ ადენის საერთაშორისო აეროპორტზე ბალისტიკური რაკეტებითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონებით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თავდასხმა გამთენიისას განხორციელდა, მაშინ როდესაც იემენში რამდენიმე ფრონტზე საბრძოლო მოქმედებები გამწვავდა.

პარალელურად, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ განაცხადა, რომ ქვეყნის დედაქალაქ ერ-რიადის ჩრდილოეთით „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო.

იემენის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიახლოვეს დაეცა, კაიროდან რეისის დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე. ხელისუფლებამ თვითმფრინავის დაშვება გააუქმა და ის ქალაქ ჯიდაში გადაამისამართა. აეროპორტის ბილიკზე მყოფი კიდევ ორი თვითმფრინავი კი შესაძლო ახალი თავდასხმის მოლოდინში ტერიტორიიდან გაიყვანეს.

„ჰუსიტებს“ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ადენის საერთაშორისო აეროპორტი იემენის იმ ტერიტორიების მთავარი საერთაშორისო საჰაერო კარიბჭეა, რომლებიც „ჰუსიტების“ კონტროლს არ ექვემდებარება, წერს სააგენტო.

იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის მხარდამჭერმა, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ განაცხადა, რომ ერ-რიადის ჩრდილოეთით „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია და გაანადგურა.

კოალიციის განცხადებით, მისი ძალები თვალს ადევნებდნენ ჰუსიტების მიერ კონტროლირებად სანას ტერიტორიიდან რაკეტის გამშვებ დანადგარს და მის განადგურებას გეგმავდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების მორიგ იერიშს მსხვერპლი მოჰყვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები