პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

POLITICO: უკრაინა უარს ამბობს ევროკავშირის წევრობაზე, თუ ბაზარზე მარცვლეულის რეალიზაციის უფლება არ ექნება

უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ტარას ვისოცკის განცხადებით, უკრაინა უარს ამბობს ევროკავშირის წევრობაზე, თუ ბაზარზე მარცვლეულისა და სხვა სენსიტიური პროდუქტების რეალიზაციაზე მუდმივი შეზღუდვები დაწესდება. ევროკომისია კი ფინანსური მხარდაჭერისა და ბაზარზე წვდომის შეზღუდვას განიხილავს.

POLITICO: უკრაინა უარს ამბობს ევროკავშირის წევრობაზე, თუ ბაზარზე მარცვლეულის რეალიზაციის უფლება არ ექნება
იმედინიუსი

უკრაინა ვერ დაეთანხმება ევროკავშირის წევრობის ისეთ მოდელს, რომელიც ბლოკისთვის გარკვეული კვების პროდუქტების მიყიდვას სამუდამოდ შეზღუდავს - განუცხადა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტარას ვისოცკიმ გამოცემა POLITICO-ს.

ევროკომისიამ აღნიშნულ მოდელს მხარი სამშაბათს დაუჭირა, „გაფართოებამდე პოლიტიკის გადახედვის“ ფარგლებში, რაც ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის მომზადებას ისახავს მიზნად.

„ჩვენთვის ფუნდამენტური განსხვავებაა გარდამავალ პერიოდსა და მუდმივ შეზღუდვას შორის. უკრაინა პირველისთვის მზადაა, ხოლო მეორე ეწინააღმდეგება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის იდეასა და ლოგიკას“, - აღნიშნა ვისოცკიმ წერილობით განცხადებაში.

უკრაინის ევროკავშირში სავარაუდო გაწევრიანება ფუნდამენტურ კითხვებს აჩენს აგრარული სექტორის მხარდაჭერასა და იმპორტთან დაკავშირებით. უკრაინას მსოფლიო ბაზარზე მილიონობით ტონა მარცვლეული გააქვს ექსპორტზე, ხოლო ევროკავშირში პროდუქციას მკაცრი კვოტირების რეჟიმით ყიდის. ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად პოლონეთმა, საკუთარი სოფლის მეურნეობის სექტორის დასაცავად უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი დაბლოკა.

ევროკომისიის წინადადებაში აღნიშნულია, რომ მას სურს „არსებითად შეზღუდოს ფინანსური მხარდაჭერა და ბაზარზე წვდომა სენსიტიური აგროპროდუქციისთვის“.

კიევისთვის ბაზარზე სრული წვდომის მინიჭების სანაცვლოდ, ევროკომისიას ურჩევნია, უკრაინას თავის „ისტორიულ“ საექსპორტო ბაზრებზე - მათ შორის აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში - დაბრუნებაში დაეხმაროს, ნათქვამია წინადადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოუკრაინა ვერ დათანხმდება ევროკავშირში გაწევრიანების ისეთ მოდელს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის ბაზარზე გარკვეული საკვები პროდუქტების გაყიდვას მუდმივად შეუზღუდავს - უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარტა კოსი: უკრაინა ევროკავშირის საერთო აგრარული პოლიტიკის ნაწილი გახდება, ხოლო თუ რა პირობებით, ამას მოლაპარაკებებზე განვიხილავთ - უკრაინის გაწევრიანება არ უნდა აისახოს უარყოფითად ევროკავშირის ფერმერებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები