ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

მარტა კოსი: უკრაინა ევროკავშირის საერთო აგრარული პოლიტიკის ნაწილი გახდება, ხოლო თუ რა პირობებით, ამას მოლაპარაკებებზე განვიხილავთ - უკრაინის გაწევრიანება არ უნდა აისახოს უარყოფითად ევროკავშირის ფერმერებზე

ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისას შესაძლოა სპეციფიკური და ექსკლუზიური პირობები განისაზღვროს, რათა დაცული იყოს ევროკავშირის ფერმერების ინტერესები, ხოლო უკრაინა საერთო აგრარული პოლიტიკის ნაწილი გახდეს.

მარტა კოსი: უკრაინა ევროკავშირის საერთო აგრარული პოლიტიკის ნაწილი გახდება, ხოლო თუ რა პირობებით, ამას მოლაპარაკებებზე განვიხილავთ - უკრაინის გაწევრიანება არ უნდა აისახოს უარყოფითად ევროკავშირის ფერმერებზე
მარტა კოსი: უკრაინა ევროკავშირის საერთო აგრარული პოლიტიკის ნაწილი გახდება, ხოლო თუ რა პირობებით, ამას მოლაპარაკებებზე განვიხილავთ - უკრაინის გაწევრიანება არ უნდა აისახოს უარყოფითად ევროკავშირის ფერმერებზეიმედინიუსი

სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებული ბოლო, ჯერ კიდევ დახურული კლასტერის გახსნის მოლაპარაკებებისას, ევროკავშირმა შესაძლოა უკრაინის წევრობის სპეციფიკური პირობები განსაზღვროს.

ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი ეს ინიციატივა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სამშაბათს, სტრასბურგში ევროკომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერა.

ევროკომისარმა კოსმა, გაფართოების ახალი მიდგომების პროექტის წარდგენისას აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შესაძლოა შეთანხმდეს პირობები, რომლებიც სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან განსხვავებული იქნება.

„უკრაინის აგროსექტორის მასშტაბი, სტრუქტურა და მაღალი პროდუქტიულობა გვაძლევს საშუალებას, შემოგთავაზოთ მიზნობრივი გადაწყვეტილებების შემუშავება, რომლებიც მხოლოდ სენსიტიურ აგროპროდუქციას შეეხება“, - განაცხადა მან.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ უკრაინას ეხება, კოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს წევრობის ცალკე ფორმატის შექმნას, თუმცა პირობები უკრაინისთვის ნამდვილად ექსკლუზიური იქნება.

„უკრაინა ევროკავშირის საერთო აგრარული პოლიტიკის ნაწილი გახდება, ხოლო თუ რა პირობებით - ამას მოლაპარაკებებზე განვიხილავთ. უკრაინის გაწევრიანება არ უნდა აისახოს უარყოფითად ევროკავშირის ფერმერებზე. ამავდროულად, გვსურს დავეხმაროთ უკრაინას ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე წვდომის აღდგენაში“, - დასძინა მან.

ევროკომისარს წინადადების დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინასთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უკრაინის აგროსექტორის მასშტაბი, სტრუქტურა და მაღალი პროდუქტიულობა გვაძლევს საშუალებას, შემოგთავაზოთ მიზნობრივი გადაწყვეტილებების შემუშავება, რომლებიც მხოლოდ სენსიტიურ აგროპროდუქციას შეეხება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„უკრაინა ევროკავშირის საერთო აგრარული პოლიტიკის ნაწილი გახდება, ხოლო თუ რა პირობებით - ამას მოლაპარაკებებზე განვიხილავთ. უკრაინის გაწევრიანება არ უნდა აისახოს უარყოფითად ევროკავშირის ფერმერებზე. ამავდროულად, გვსურს დავეხმაროთ უკრაინას ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე წვდომის აღდგენაში“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.