ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

EU უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორ კლასტერს ხსნის

ქართული ოცნება

ევროკავშირი და უკრაინა სამთავრობოთაშორის კონფერენციაზე გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერის გახსნას გეგმავენ. გაფართოების ევროკომისარ მარტა კოსის თქმით, ბრიუსელი მტკიცედაა განწყობილი, რუსეთის თავდასხმების მიუხედავად, წინსვლა გააგრძელოს.

EU უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორ კლასტერს ხსნის
EU უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორ კლასტერს ხსნისნეტგაზეთი

ევროკავშირი და უკრაინა ხვალ, სამთავრობოთაშორის კონფერენციაზე გეგმავენ გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერის გახსნას.

მე-2 კლასტერი — შიდა ბაზარს, მესამე კი კონკურენციას და ინკლუზიურ ზრდას მოიცავს.

ევროკავშირში გაწევრიანება მოიცავს მოლაპარაკებებს ევროკავშირის წესებისა და კანონების კრებულის 6 თემატური კლასტერის (35 თავი) მიხედვით. უკრაინასთან გახსნილია ორი კლასტერი, შესაბამისად, რჩება კიდევ ორი.

ევროკომისია აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების ყველა კლასტერის გახსნისთვის მზადაა, თუმცა პროცესს უნგრეთი აჭიანურებს. დღეს, ლუქსემბურგში უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების შემდეგ, ანდრეი სიბიჰამ განაცხადა, რომ ის მოელის, რომ ევროკავშირი 13 ოქტომბერს მიიღებს ოფიციალურ გადაწყვეტილებას უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებებში ორი მოლაპარაკების ჯგუფის გახსნის შესახებ.

მანამდე უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა უნგრული ეროვნული უმცირესობების საგანმანათლებლო უფლებების გაძლიერებას, რასაც უნგრეთი ერთ-ერთ წინაპირობად აყენებდა.

„მივესალმები პოლიტიკურ სპექტრში გამოვლენილ ერთიანობას. ეს გადამწყვეტია რეფორმების პროცესის გასაგრძელებლად. ხვალ ვგეგმავთ მოლაპარაკებების კიდევ ორი ​​კლასტერის გახსნას უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მიუხედავად რუსეთის მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული დაუნდობელი თავდასხმებისა, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ერთად განვაგრძოთ წინსვლა და მოვემზადოთ უკრაინის მომავლისთვის ჩვენს კავშირში“, — დაწერა X-ზე გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსმა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მივესალმები პოლიტიკურ სპექტრში გამოვლენილ ერთიანობას. ეს გადამწყვეტია რეფორმების პროცესის გასაგრძელებლად. ხვალ ვგეგმავთ მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერის გახსნას უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მიუხედავად რუსეთის მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული დაუნდობელი თავდასხმებისა, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ერთად განვაგრძოთ წინსვლა და მოვემზადოთ უკრაინის მომავლისთვის ჩვენს კავშირში“
მარტა კოსი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?