პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ, ერთმა ვენები გადაიჭრა — სხვიტარიძე
რუსთავის მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია მას შემდეგ, რაც პატიმარმა გიორგი დავითაძემ ბადრაგები გაუპატიურებაში დაადანაშაულა. სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ცნობით, პატიმრებს პროვოკაციებს უწყობენ, ერთმა პატიმარმა ვენები გადაიჭრა, ნაწილმა კი შიმშილობა დაიწყო.

სინდისის პატიმარ საბა სხვიტარიძის ცნობით, რუსთავის მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია.
„პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ. პატიმარმა ვენები გადაიჭრა. გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს — მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა. პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები.
პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო — ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას! ასევე, სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან! ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი“, — აცხადებს საბა სხვიტარიძე, რომელიც სასჯელს რუსთავის მე-6 ციხეში იხდის.
რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში ვითარება დაძაბულია მას შემდეგ, რაც პატიმარმა გიორგი დავითაძემ ბადრაგები გაუპატიურებაში დაადანაშაულა. პატიმრების ნაწილი, ვინც დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადა, დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანეს. ადვოკატ დარეჯან სულაშვილის განცხადებით, 6 პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, რასაც პენიტენციური უარყოფს.
პაატა სალიას განცხადებით, “გარკვეულ ძალებს სურთ შექმნან დესტაბილიზაცია პენიტენციურ დაწესებულებებში”. ამაში “ოცნების” მინისტრი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ “დაუდასტურებელ ბრალდებებს” გულისხმობს, რომლის “ფაქტადაც წარმოჩენას” ცდილობენ.
„ეს განცხადებები რაც კეთდება, შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს”, – განაცხადა პაატა სალიამ.
მან ასევე მოუწოდა, მათ შორის პენიტენციური სისტემის “შიგნით” მყოფ ადამიანებს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, რაც გათვლილი იქნება უწყების დესტაბილიზაციისაკენ.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ. პატიმარმა ვენები გადაიჭრა. გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს — მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა. პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები. პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო — ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას! ასევე, სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან! ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.