როგორც შევიტყვე, მე-6 ციხეში პატიმრები შიმშილობენ - ადვოკატი
პარტია „ახალის“ წევრმა და ადვოკატმა მარიკა არევაძემ რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები საბა სხვიტარიძე და გიორგი დავითაძე მოინახულა. მისი თქმით, პატიმრები შიმშილობენ და ითხოვენ, ვიდეომასალაში ფიგურირებელი ბადრაგი ჩამოშორდეს საქმიანობას. არევაძე სახალხო დამცველს მოშიმშილე პატიმრების დაუყოვნებლივ მონახულებისკენ მოუწოდებს.

პარტია „ახალის“ წევრი, ადვოკატი მარიკა არევაძე წერს, რომ რუსთავის მე-6 ციხეში პატიმრები საბა სხვიტარიძე და გიორგი დავითაძე მოინახულა.
ახლა გამოვედი რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულებიდან.
ვნახე საბა სხვიტარიძე და გიორგი დავითაძე.
გიორგისთან მქონდა ხანგრძლივი საუბარი და ამ პირადი კომუნიკაციის შემდეგ ეჭვი არ მეპარება მისი მონათხრობის ნამდვილობაში. ბრძოლის განწყობაზეა !
როგორც შევიტყვე პატიმრები შიმშილობენ. მათი მოთხოვნაა, რომ ვიდეო მასალაში მყოფი ყველა ბადრაგი იქნას ჩამოშორებული საქმიანობას !
მივმართავ სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ მოინახულონ ყველა მოშიმშილე პატიმარი ! - წერს არევაძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.