ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სასტუმრო „პაბელონში“ პარლამენტის სამი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტისაქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ყვარელში, სასტუმრო „პაბელონში“ საქართველოს პარლამენტის სამი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ დეპუტატებს უწყების საქმიანობის ანგარიში და 2025 წლის მონაცემები წარუდგინა.

სასტუმრო „პაბელონში“ პარლამენტის სამი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა
სასტუმრო „პაბელონში“ პარლამენტის სამი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართაBM.GE

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სასტუმრო „პაბელონში“ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის, კულტურისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე დეპუტატებმა ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა, მიღწეული შედეგები და განვითარების სამომავლო გეგმები მიმოიხილეს. პარლამენტი მიერ გავრცელებულ რელიზში წერია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ პარლამენტის წევრებს უწყების საქმიანობის დეტალური ანგარიში წარუდგინა.

"მომხსენებლის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით 5,9%-ით მეტია. ამასთან, 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს — 5,521,866 ვიზიტს მიაღწია. მაია ომიაძის თქმით, 2025 წელს რეკორდული მონაცემები დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან განხორციელებული ვიზიტების კუთხითაც.

სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2025 წელს განხორციელებულ იმ პროექტებზე, რომლებიც სამიზნე ბაზრებზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და შიდა ტურიზმის წახალისებას ემსახურება. ამასთან, მონაწილეებმა საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული და მიმდინარე ტურისტული პროგრამები და პროექტები განიხილეს.

როგორც მაია ომიაძემ აღნიშნა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს, რაც გასულ წელს 35 ქვეყანას მოიცავდა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 2026 წელს დაგეგმილ ღონისძიებებს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო შანხაიში, აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე — ITB China 2026-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება, სადაც ფართო აუდიტორიას საკუთარ კულტურას, გასტრონომიას, ღვინოსა და ტურისტულ პოტენციალს გააცნობს" - წერს უწყება.

მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობასა და კულტურული თუ შემოქმედებითი რესურსების ტურისტულ პროდუქტებში ინტეგრირებაზე, რაც ხელს შეუწყობს რეგიონების უნიკალური იდენტობის წარმოჩენასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაია ომიაძე: პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განვიხილეთ ტურიზმის სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკა - როგორც ვიზიტორების ნაკადის, ისე მიღებული შემოსავლების ჭრილში, პარლამენტარებს ასევე გავაცანით მნიშვნელოვანი პროექტები და მარკეტინგული კამპანიებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები