ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაია ომიაძე: პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განვიხილეთ ტურიზმის სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკა - როგორც ვიზიტორების ნაკადის, ისე მიღებული შემოსავლების ჭრილში, პარლამენტარებს ასევე გავაცანით მნიშვნელოვანი პროექტები და მარკეტინგული კამპანიები

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასაქართველოს პარლამენტი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე უწყების საქმიანობა, ტურიზმის სექტორის პოზიტიური დინამიკა, შემოსავლები და სამომავლო გეგმები წარადგინა.

მაია ომიაძე: პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განვიხილეთ ტურიზმის სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკა - როგორც ვიზიტორების ნაკადის, ისე მიღებული შემოსავლების ჭრილში, პარლამენტარებს ასევე გავაცანით მნიშვნელოვანი პროექტები და მარკეტინგული კამპანიები
მაია ომიაძე: პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განვიხილეთ ტურიზმის სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკა - როგორც ვიზიტორების ნაკადის, ისე მიღებული შემოსავლების ჭრილში, პარლამენტარებს ასევე გავაცანით მნიშვნელოვანი პროექტები და მარკეტინგული კამპანიებიიმედინიუსი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, კულტურისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ გასვლით სხდომაზე, უწყებისსაქმიანობა შეაჯამა.

ანგარიშის წარდგენისას მაია ომიაძემ დეტალურად ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის აქცენტი გააკეთა - საერთაშორისო სამიზნე ბაზრებზე განხორციელებულ მარკეტინგულ კამპანიებზე, ქვეყნის ცნობადობის ამაღლების სტრატეგიასა და შიდა ტურიზმის წახალისების მიმართულებით რეგიონებში დაგეგმილ ინიციატივებზე.

ამასთან, პარლამენტის კომიტეტების წევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ 2025 წლისა და 2026 წლის ორიკვარტლის ტურისტული მაჩვენებლების, საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მზარდი დინამიკის შესახებ.

„კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეტალურად წარვადგინეთ 2025 წლის სრული წლის შედეგები და 2026 წლის ორი კვარტლის მონაცემები. განვიხილეთ ტურიზმის სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკა - როგორც ვიზიტორების ნაკადის, ისე მიღებული შემოსავლების ჭრილში. პარლამენტარებს ასევე ის მნიშვნელოვანი პროექტები და მარკეტინგული კამპანიები გავაცანით, რომლებსაც ტურიზმისეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო სამიზნე ბაზრებსა და შიდა ტურიზმის წახალისების მიმართულებით ახორციელებს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის სექტორის სამომავლო განვითარების გეგმებს”, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ყვარლის მუნიციპალიტეტში პარლამენტის სამი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები