ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

"ტურიზმის პოლიტიკასთან დაკავშირებული ყველა საკითხს განვიხილავთ" - ყვარელში ეკონომიკური პოლიტიკის, კულტურის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს

ყვარელში პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ტურიზმის სექტორში არსებულ მდგომარეობას, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ანგარიშს და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

"ტურიზმის პოლიტიკასთან დაკავშირებული ყველა საკითხს განვიხილავთ" - ყვარელში ეკონომიკური პოლიტიკის, კულტურის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს
"ტურიზმის პოლიტიკასთან დაკავშირებული ყველა საკითხს განვიხილავთ" - ყვარელში ეკონომიკური პოლიტიკის, კულტურის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობსრუსთავი 2

ყვარელში ეკონომიკური პოლიტიკის, კულტურის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს.

მიმოიხილავენ ტურიზმის სექტორში არსებულ მდგომარეობას, შედეგებსა და გეგმებს. უწყების საქმიანობის ანგარიშს დეპუტატებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარუდგენს.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ანგარიშსაც მოისმენს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სამი კომიტეტის ერთობლივ კრებაზე ტურიზმთან დაკავშირებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

"ტურიზმი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ტურიზმი, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ტურიზმის პოლიტიკასთან დაკავშირებული ყველა საკითხს განვიხილავთ, მათ შორის მიღწევებს, სამომავლო გეგმებს, არსებულ გამოწვევებს. ერთობლივად სამი კომიტეტი ვიღებთ მონაწილეობას.

არჩეული გვაქვს კახეთი, გამომდინარე იქიდან, რომ კახეთი მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული მიმართულება გახდა საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო ტურიზმის, ასევე შიდა ტურიზმისა და შიდა მოგზაურობის კუთხით", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ტურიზმი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ტურიზმი, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ტურიზმის პოლიტიკასთან დაკავშირებული ყველა საკითხს განვიხილავთ, მათ შორის მიღწევებს, სამომავლო გეგმებს, არსებულ გამოწვევებს. ერთობლივად სამი კომიტეტი ვიღებთ მონაწილეობას. არჩეული გვაქვს კახეთი, გამომდინარე იქიდან, რომ კახეთი მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული მიმართულება გახდა საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო ტურიზმის, ასევე შიდა ტურიზმისა და შიდა მოგზაურობის კუთხით“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.