ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაია ომიაძე: კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განვიხილეთ ტურიზმის სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკა, როგორც ვიზიტორების ნაკადის, ისე შემოსავლების ჭრილში, პარლამენტარებს ასევე გავაცანით მნიშვნელოვანი პროექტები და მარკეტინგული კამპანიები

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასაქართველოს პარლამენტი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე უწყების საქმიანობა შეაჯამა და 2025-2026 წლების ტურისტული მაჩვენებლები, ვიზიტორთა ნაკადები და შემოსავლების მზარდი დინამიკა წარადგინა.

მაია ომიაძე: კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განვიხილეთ ტურიზმის სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკა, როგორც ვიზიტორების ნაკადის, ისე შემოსავლების ჭრილში, პარლამენტარებს ასევე გავაცანით მნიშვნელოვანი პროექტები და მარკეტინგული კამპანიები
მაია ომიაძე: კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განვიხილეთ ტურიზმის სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკა, როგორც ვიზიტორების ნაკადის, ისე შემოსავლების ჭრილში, პარლამენტარებს ასევე გავაცანით მნიშვნელოვანი პროექტები და მარკეტინგული კამპანიებირუსთავი 2

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, კულტურისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ გასვლით სხდომაზე, უწყების საქმიანობა შეაჯამა.

ანგარიშის წარდგენისას მაია ომიაძემ დეტალურად ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის აქცენტი გააკეთა - საერთაშორისო სამიზნე ბაზრებზე განხორციელებულ მარკეტინგულ კამპანიებზე, ქვეყნის ცნობადობის ამაღლების სტრატეგიასა და შიდა ტურიზმის წახალისების მიმართულებით რეგიონებში დაგეგმილ ინიციატივებზე.

ამასთან, პარლამენტის კომიტეტების წევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ 2025 წლისა და 2026 წლის ორი კვარტლის ტურისტული მაჩვენებლების, საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მზარდი დინამიკის შესახებ.

"კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეტალურად წარვადგინეთ 2025 წლის სრული წლის შედეგები და 2026 წლის ორი კვარტლის მონაცემები. განვიხილეთ ტურიზმის სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკა - როგორც ვიზიტორების ნაკადის, ისე მიღებული შემოსავლების ჭრილში. პარლამენტარებს ასევე ის მნიშვნელოვანი პროექტები და მარკეტინგული კამპანიები გავაცანით, რომლებსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო სამიზნე ბაზრებსა და შიდა ტურიზმის წახალისების მიმართულებით ახორციელებს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის სექტორის სამომავლო განვითარების გეგმებს", - აღნიშნა მაია ომიაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეტალურად წარვადგინეთ 2025 წლის სრული წლის შედეგები და 2026 წლის ორი კვარტლის მონაცემები. განვიხილეთ ტურიზმის სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკა - როგორც ვიზიტორების ნაკადის, ისე მიღებული შემოსავლების ჭრილში. პარლამენტარებს ასევე ის მნიშვნელოვანი პროექტები და მარკეტინგული კამპანიები გავაცანით, რომლებსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო სამიზნე ბაზრებსა და შიდა ტურიზმის წახალისების მიმართულებით ახორციელებს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის სექტორის სამომავლო განვითარების გეგმებს“
მაია ომიაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ყვარლის მუნიციპალიტეტში პარლამენტის სამი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები