ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ყვარლის მუნიციპალიტეტში პარლამენტის სამი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტისაქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ყვარლის მუნიციპალიტეტში პარლამენტის სამი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა, სადაც ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტებისა და ევროკავშირიდან შემოსულების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

ყვარლის მუნიციპალიტეტში პარლამენტის სამი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა
ყვარლის მუნიციპალიტეტში პარლამენტის სამი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართარუსთავი 2

ყვარლის მუნიციპალიტეტში საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის, კულტურის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა, მიღწეული შედეგები და განვითარების სამომავლო გეგმები მიმოიხილეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ პარლამენტის წევრებს უწყების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით 5,9%-ით მეტია. ამასთან, 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს - 5,521,866 ვიზიტს მიაღწია. მისივე თქმით, 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2025 წელს განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც სამიზნე ბაზრებზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და შიდა ტურიზმის წახალისებას ემსახურება. ასევე, განიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული და მიმდინარე ტურისტული პროგრამები და პროექტები.

მაია ომიაძის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. მისივე ინფორმაციით, გასულ წელს მარკეტინგული აქტივობა 35 ქვეყანას მოიცავდა.

საუბარი ასევე შეეხო 2026 წელს დაგეგმილ ღონისძიებებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო შანხაიში, აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე — ITB China 2026-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ღონისძიების ფარგლებში საქართველო ფართო აუდიტორიას საკუთარ კულტურას, გასტრონომიას, ღვინოსა და ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ტურიზმის სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს რეგიონების ტურისტული პოტენციალის ათვისებასა და წარმოჩენას. აღინიშნა, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი გამოირჩევა უნიკალური ბუნებრივი, კულტურული და ისტორიული რესურსებით, რაც ტურისტული მიმართულებების მრავალფეროვნებისა და ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა.

ხაზი გაესვა ტურიზმის განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობასა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობას. როგორც აღინიშნა, კულტურული და შემოქმედებითი რესურსების ტურისტულ პროდუქტებში ინტეგრირება ხელს უწყობს რეგიონების უნიკალური იდენტობის წარმოჩენას და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაია ომიაძე: კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განვიხილეთ ტურიზმის სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკა, როგორც ვიზიტორების ნაკადის, ისე შემოსავლების ჭრილში, პარლამენტარებს ასევე გავაცანით მნიშვნელოვანი პროექტები და მარკეტინგული კამპანიებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები