სკრინინგული კვლევების მასშტაბები იზრდება - ჯამში, მოქალაქეებს 64 000-ზე მეტი სხვადასხვა სახის სკრინინგული სერვისი მიეწოდათ
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ქვეყნის მასშტაბით რეკორდული რაოდენობის სკრინინგული კვლევა ჩაატარა. გაიზარდა ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგზე მიმართვიანობა. ჯამში მოქალაქეებს 64 000-ზე მეტი სერვისი მიეწოდათ, კამპანია კი დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

წელს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ქვეყნის მასშტაბით რეკორდული რაოდენობის სკრინინგული კვლევა ჩაატარა. ძუძუს კიბოს სკრინინგზე მიმართვიანობა 50%-ით გაიზარდა. საშვილოსნოს ყელის კიბოს კვლევებმა კი 23%-ით მოიმატა. ჯამში, მოქალაქეებს 64 000-ზე მეტი სხვადასხვა სახის სკრინინგული სერვისი მიეწოდათ.
დადებითი დინამიკის შესანარჩუნებლად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მასშტაბური კამპანია გრძელდება. მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს უფასოდ ჩაიტაროს პროსტატისა და კოლორექტული კიბოს სკრინინგიც. ასევე, არტერიული ჰიპერტენზიისა და აივ-ინფექცია/შიდსის კვლევები.
კამპანიის მიზანია პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. გამოკვლევები თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ტარდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მასშტაბური სკრინინგის კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
ავტორი: ირაკლი კოშაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…