პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ აქციები გრძელდება - რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ქალებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ჩაუტარდათ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროიუსტიციის სამინისტრო

რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ქალებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგული კვლევები ჩაუტარდათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ადრეული გამოვლენა მკურნალობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.

დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ აქციები გრძელდება - რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ქალებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ჩაუტარდათ
რუსთავი 2

დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ აქციები გრძელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და თბილისის სკრინინგ ცენტრის ორგანიზებით, რუსთავის N5 ქალთა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ქალებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგული კვლევები ჩაუტარდათ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით, სკრინინგი დაავადებათა პრევენციისა და ადრეული გამოვლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. მისი თქმით, დაავადების დროული აღმოჩენა მკურნალობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის და ჯანმრთელობისთვის შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას უწყობს ხელს.

სკრინინგული კვლევები ადგილზე, თანამედროვე მეთოდებისა და შესაბამისი სამედიცინო სტანდარტების გამოყენებით, კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა ჩაატარა.

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს პრევენციული ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას და ჯანმრთელობის დაცვის შესაძლებლობებით სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების თანაბრად უზრუნველყოფას.

სკრინინგის პროცესს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილეებთან ირმა ხონელიძესთან, ია ახალაიასთან, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე ხვიჩა ქადაგიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოდაავადებათა ადრეული გამოვლენისა და პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ აქციები გრძელდება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ აქციები გრძელდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები