დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ აქციები გრძელდება
რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგული კვლევები ჩაუტარდათ. NCDC-ის ხელმძღვანელის, ირაკლი ფურცელაძის განცხადებით, დროული აღმოჩენა მკურნალობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.

დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ აქციები გრძელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და თბილისის სკრინინგ ცენტრის ორგანიზებით, რუსთავის N5 ქალთა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ქალებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგული კვლევები ჩაუტარდათ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით, სკრინინგი დაავადებათა პრევენციისა და ადრეული გამოვლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. მისი თქმით, დაავადების დროული აღმოჩენა მკურნალობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის და ჯანმრთელობისთვის შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას უწყობს ხელს.
სკრინინგული კვლევები ადგილზე, თანამედროვე მეთოდებისა და შესაბამისი სამედიცინო სტანდარტების გამოყენებით, კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა ჩაატარა.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს პრევენციული ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას და ჯანმრთელობის დაცვის შესაძლებლობებით სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების თანაბრად უზრუნველყოფას.
სკრინინგის პროცესს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილეებთან ირმა ხონელიძესთან, ია ახალაიასთან, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე ხვიჩა ქადაგიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…