ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, შიდა ქართლში მასშტაბური სკრინინგ აქციები ჩატარდება
ჯანდაცვის სამინისტროსა და NCDC-ის ორგანიზებით, შიდა ქართლის რეგიონში უფასო სკრინინგ აქციები ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს ონკოლოგიური დაავადებების, ჰეპატიტებისა და ჰიპერტენზიის გამოკვლევის შესაძლებლობა ექნებათ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით შიდა ქართლის რეგიონში მასშტაბური სკრინინგ აქციები ჩატარდება, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ:
- ძუძუს კიბოს
- საშვილოსნოს ყელის კიბოს
- პროსტატის
- კოლორექტული კიბოს
- არტერიული ჰიპერტენზიის
- B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის, სკრინინგული კვლევები.
გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.
სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…