ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მასწავლებლებს ხელფასი 2 ლარით გაეზარდათ - პედაგოგები "ოცნების" გადაწყვეტილებას "ცინიზმად" აფასებენ

განათლების სამინისტრო

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მასწავლებლების ანაზღაურება დამატებულ საათზე მხოლოდ 2 ლარით გაიზარდა, რასაც პედაგოგების მხრიდან პროტესტი და „ცინიზმად“ შეფასება მოჰყვა.

მასწავლებლებს ხელფასი 2 ლარით გაეზარდათ - პედაგოგები "ოცნების" გადაწყვეტილებას "ცინიზმად" აფასებენ
მასწავლებლებს ხელფასი 2 ლარით გაეზარდათ - პედაგოგები "ოცნების" გადაწყვეტილებას "ცინიზმად" აფასებენTV პირველი

„ცინიზმი“ და „დამცირება“ - ასე აფასებენ პედაგოგები ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მასწავლებლების ანაზღაურება უნდა გაიზარდოს, თუმცა დამატებულ საათზე ზრდა მხოლოდ 2 ლარი იქნება.

ცვლილების დეტალებზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. მისი განმარტებით, პედაგოგებისთვის დამატებით ჩატარებული ერთი საათის ანაზღაურება მხოლოდ 2 ლარით მოიმატებს.

გადაწყვეტილებას მასწავლებლების პროტესტი მოჰყვა - პედაგოგები შეთავაზებულ მატებას არასაკმარისად მიიჩნევენ.

ვლოცულობთ, რომ განათლების სამინისტრო არაფერი გააკეთოს. რასაც ახლა აკეთებთ, ამას სჯობდა, რომ არაფერი გაგეკეთებინათ. დამცინავია, როცა ხელფასი გემატება 2 ლარი საათზე და ტრასნპორტი 3 ლარი ღირს, აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს საწყენია და რაღაცნაირად კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ მასწავლებლის პროფესია არის დაუფასებელი, - ამბობს მასწავლებელი ლადო აფხაზავა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მასწავლებლების დაჯილდოების ღონისძიებისთვის 900 ათას ლარამდე დაიხარჯება - ექსპერტები თანხის არარაციონალურ ხარჯვაზე საუბრობენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები