ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რადიკალური ოპოზიცია არის შხამიანი თესლი, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგაა, არამედ საკუთარ თავსაც წამლავს - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტია „ახალში“ მიმდინარე მოვლენებსა და ოპოზიციის შიდა დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ საზოგადოების ნდობა დაკარგა და მათი ერთადერთი მაცოცხლებელი ძალა უცხოური დაფინანსებაა.

რადიკალური ოპოზიცია არის შხამიანი თესლი, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგაა, არამედ საკუთარ თავსაც წამლავს - შალვა პაპუაშვილი
რადიკალური ოპოზიცია არის შხამიანი თესლი, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგაა, არამედ საკუთარ თავსაც წამლავს - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარტია "ახალში" მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, პარტია "ახალი" იშლება.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტებმა ამომრჩეველი და საზოგადოების მხრიდან ნდობა სრულად დაკარგეს.

მისივე შეფასებით, ამ ძალების ერთადერთი მაცოცხლებელი ძალა დღეს უცხოური დაფინანსებები და ბრიუსელია, შიგნით კი მუდმივი დაუსრულებელი ციკლი – ერთმანეთთან დაპირისპირება, დაშლა და ხელახალი გაერთიანებაა.

"რა პროცესიც არის რადიკალურ ოპოზიციაში, ჩვენ ვნახეთ IRI-ის კვლევით. რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა არის გამქრალი, არის განულებული. მათ მთლიანად დაკარგეს საკუთარი ამომრჩეველი, რომელიც 2024 წელს ჰყავდათ და მთლიანად დაკარგეს ნდობა საზოგადოებაში.

ერთადერთი, დღეს ვინც ასულდგმულებს რადიკალურ ჯგუფებს, ეს არის უცხოეთი. ეს არის ბრიუსელი, ეს არის სხვადასხვა ჯგუფები, დაფინანსებები, რომლითაც ცდილობენ, რომ შეუნარჩუნონ რაღაც პულსი მომაკვდავ პოზიციაში მყოფ რადიკალურ ოპოზიციას. ამიტომ, ეს აგონიაა ჩვეულებრივი, როდესაც მიხვდნენ, რომ სრულად გაფანტეს ყველანაირი მხარდაჭერის რესურსი, რა თქმა უნდა, ახლა ერთმანეთს დაერევიან, ერთმანეთს დააბრალებენ. კიდევ ერთხელ, ეს ერთი და იგივე წრე არის. მათ მთავარი, რაც არის, რომ ჯერ ვითომ ცალ-ცალკე არიან, შემდეგ გაერთიანდებიან ერთიან ფრონტში, შემდეგ იჩხუბებენ, ისევ გაიყოფიან, შემდეგ ისევ გაერთიანდებიან, ისევ იჩხუბებენ, ისევ გაიყოფიან.

ეს არის ერთი და იგივე ციკლი, რომელშიც არიან ისინი მოქცეული მარტივი მიზეზის გამო - რომ შხამიანი თესლისგან კეთილი ნაყოფი ვერ გაიზრდება. ეს რადიკალური ოპოზიცია არის შხამიანი თესლი, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი თავის წინააღმდეგაც არის და საკუთარ თავსაც წამლავს," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რა პროცესიც არის რადიკალურ ოპოზიციაში, ჩვენ ვნახეთ IRI-ის კვლევით. რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა არის გამქრალი, არის განულებული. მათ მთლიანად დაკარგეს საკუთარი ამომრჩეველი, რომელიც 2024 წელს ჰყავდათ და მთლიანად დაკარგეს ნდობა საზოგადოებაში. ერთადერთი, დღეს ვინც ასულდგმულებს რადიკალურ ჯგუფებს, ეს არის უცხოეთი. ეს არის ბრიუსელი, ეს არის სხვადასხვა ჯგუფები, დაფინანსებები, რომლითაც ცდილობენ, რომ შეუნარჩუნონ რაღაც პულსი მომაკვდავ პოზიციაში მყოფ რადიკალურ ოპოზიციას. ამიტომ, ეს აგონიაა ჩვეულებრივი, როდესაც მიხვდნენ, რომ სრულად გაფანტეს ყველანაირი მხარდაჭერის რესურსი, რა თქმა უნდა, ახლა ერთმანეთს დაერევიან, ერთმანეთს დააბრალებენ. კიდევ ერთხელ, ეს ერთი და იგივე წრე არის. მათ მთავარი, რაც არის, რომ ჯერ ვითომ ცალ-ცალკე არიან, შემდეგ გაერთიანდებიან ერთიან ფრონტში, შემდეგ იჩხუბებენ, ისევ გაიყოფიან, შემდეგ ისევ გაერთიანდებიან, ისევ იჩხუბებენ, ისევ გაიყოფიან. ეს არის ერთი და იგივე ციკლი, რომელშიც არიან ისინი მოქცეული მარტივი მიზეზის გამო - რომ შხამიანი თესლისგან კეთილი ნაყოფი ვერ გაიზრდება. ეს რადიკალური ოპოზიცია არის შხამიანი თესლი, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი თავის წინააღმდეგაც არის და საკუთარ თავსაც წამლავს,“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ოპოზიცია თავის თავის უბედურია. რასაც თავის თავს მართებენ, ამას დახმარებაც არ სჭირდება. ჩვენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები