შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა არის გამქრალი, ერთადერთი, ვინც დღეს მათ ასულდგმულებთ, ეს არის უცხოეთი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა გამქრალია და მათ საზოგადოების ნდობა დაკარგეს. მისი თქმით, ოპოზიციურ ჯგუფებს მხოლოდ უცხოეთი და ბრიუსელის დაფინანსებები ასულდგმულებს.

ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, „აირაის“ კვლევამ კარგად აჩვენა, თუ რა პროცესები მიდის ოპოზიციაში.
„რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა არის გამქრალი. მათ მთლიანად დაკარგეს თავისი ამომრჩევლებიც, რომლებიც 2024 წელს ჰყავდათ და მთლიანად დაკარგეს ნდობა საზოგადოებაში.
ერთადერთი, ვინც დღეს ასულდგმულებს რადიკალურ ჯგუფებს, ეს არის უცხოეთი: ბრიუსელი, სხვადასხვა დაფინანსებები, რომლითაც ცდილობენ შეუნარჩუნონ პულსი მომაკვდავ პოზიციაში მყოფ რადიკალურ ოპოზიციას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია არის შხამიანი თესლი, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანას, არამედ საკუთარ თავსაც წამლავს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიარადიკალური ოპოზიცია არის შხამიანი თესლი, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგაა, არამედ საკუთარ თავსაც წამლავს - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი – რადიკალური ოპოზიცია შხამიანი თესლია, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის, საკუთარი თავის წინააღმდეგაც მოქმედებს, საკუთარ თავსაც წამლავს, შხამიანი თესლისგან კეთილი ნაყოფი ვერ გაიზარდება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…