პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, ამაში შედის საქართველოც – გერმანიის საგარეო მინისგტრი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, რაც გულისხმობს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მოცვას. მინისტრის თქმით, საქართველოში ამ კუთხით დიდ აქტივობას აკვირდებიან.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს და სხვა ქვეყნებთან ერთად, მასში საქართველოს დაბრუნებასაც მოიაზრებს, სადაც ახლა მინისტრის თქმით, დიდ აქტივობას ხედავენ.
„არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ პუტინმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთხელ თქვა: მისთვის მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა საბჭოთა კავშირის დაშლა იყო. გერმანელისთვის ეს გაოცებას იწვევს, რადგან ეს ნამდვილად არ ყოფილა მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა. მაგრამ თუ ასე მივიღებთ – თუ ეს უდიდესი კატასტროფა იყო, მას [პუტინს], სავარაუდოდ, მისი გამოსწორება სურს. ეს ნიშნავს, რომ აშკარად არსებობს პრეტენზია, იდეა, წარმოდგენა იმისა, რომ აღადგინოს ის, რაც ოდესღაც საბჭოთა კავშირი იყო.
ამაში შედის უკრაინა, ამაში შედის ახლა საქართველოც, სადაც დიდ აქტიურობას ვადევნებთ თვალს. ამაში შედის მოლდოვაში ვითარების არევა და რა თქმა უნდა, ბალტიისპირეთიც კვლავ შევიდოდა. ეს უკანასკნელნი ახლა ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ტაბულა"ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს" – ვადეფულის აზრით, პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს
- რუსთავი 2გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის უდიდეს კატასტროფად მიიჩნევს და მისი დაბრუნება სურს, ეს ეხებათ უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას და ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც
ციტატები სტატიიდან
„არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ პუტინმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთხელ თქვა: მისთვის მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა საბჭოთა კავშირის დაშლა იყო. გერმანელისთვის ეს გაოცებას იწვევს, რადგან ეს ნამდვილად არ ყოფილა მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა. მაგრამ თუ ასე მივიღებთ – თუ ეს უდიდესი კატასტროფა იყო, მას [პუტინს], სავარაუდოდ, მისი გამოსწორება სურს. ეს ნიშნავს, რომ აშკარად არსებობს პრეტენზია, იდეა, წარმოდგენა იმისა, რომ აღადგინოს ის, რაც ოდესღაც საბჭოთა კავშირი იყო. ამაში შედის უკრაინა, ამაში შედის ახლა საქართველოც, სადაც დიდ აქტიურობას ვადევნებთ თვალს. ამაში შედის მოლდოვაში ვითარების არევა და რა თქმა უნდა, ბალტიისპირეთიც კვლავ შევიდოდა. ეს უკანასკნელნი ახლა ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…