"ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს" – ვადეფულის აზრით, პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს, რაც უკრაინას, საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნებს ეხება.

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. მისი თქმით, ეს სურვილი მოიცავს უკრაინას, საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნებსაც.
"პუტინმა ერთხელ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ მისთვის საუკუნის უდიდესი კატასტროფა საბჭოთა კავშირის დაშლა იყო. რა თქმა უნდა, გერმანელისთვის ეს ოდნავ გაუგებარია, რადგან ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს ნამდვილად არ იყო მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა. მაგრამ კარგი. რომ დავეყრდნოთ ამ [დებულებას], შეიძლება ითქვას: თუ ეს უდიდესი კატასტროფა იყო, მაშინ მას (რედ. - პუტინს) სავარაუდოდ სურს მისი გამოსწორება.
ყველა სამხილით, არსებობს მისწრაფება, იდეა, წარმოდგენა იმაზე, რომ აღდგეს ის, რაც ერთ დროს საბჭოთა კავშირი იყო. ეს ეხება უკრაინას და ეს ეხება საქართველოს, სადაც ახლა დიდი აქტიურობა შეინიშნება. ეს ეხება მოლდოვაში ჩარევასაც. და, რა თქმა უნდა, ეს კვლავ შეეხება ბალტიის ქვეყნებსაც, ისინი კი უკვე ევროკავშირისა და NATO-ს წევრები არიან და ეს უშუალოდ ჩვენც გვეხება." - თქვა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ნეტგაზეთიპუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, ამაში შედის საქართველოც – გერმანიის საგარეო მინისგტრი
- რუსთავი 2გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის უდიდეს კატასტროფად მიიჩნევს და მისი დაბრუნება სურს, ეს ეხებათ უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას და ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც
ციტატები სტატიიდან
„პუტინმა ერთხელ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ მისთვის საუკუნის უდიდესი კატასტროფა საბჭოთა კავშირის დაშლა იყო. რა თქმა უნდა, გერმანელისთვის ეს ოდნავ გაუგებარია, რადგან ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს ნამდვილად არ იყო მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა. მაგრამ კარგი. რომ დავეყრდნოთ ამ [დებულებას], შეიძლება ითქვას: თუ ეს უდიდესი კატასტროფა იყო, მაშინ მას (რედ. - პუტინს) სავარაუდოდ სურს მისი გამოსწორება. ყველა სამხილით, არსებობს მისწრაფება, იდეა, წარმოდგენა იმაზე, რომ აღდგეს ის, რაც ერთ დროს საბჭოთა კავშირი იყო. ეს ეხება უკრაინას და ეს ეხება საქართველოს, სადაც ახლა დიდი აქტიურობა შეინიშნება. ეს ეხება მოლდოვაში ჩარევასაც. და, რა თქმა უნდა, ეს კვლავ შეეხება ბალტიის ქვეყნებსაც, ისინი კი უკვე ევროკავშირისა და NATO-ს წევრები არიან და ეს უშუალოდ ჩვენც გვეხება.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…