პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის უდიდეს კატასტროფად მიიჩნევს და მისი დაბრუნება სურს, ეს ეხებათ უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას და ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მიღმა უფრო ფართო ამბიციები აქვს, რომელიც ეხება საქართველოს, მოლდოვას და ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის დაშლის შეცვლა სურს, გერმანია კი უკვე ჰიბრიდული თავდასხმების წინაშე დგას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის უდიდეს კატასტროფად მიიჩნევს და მისი დაბრუნება სურს, ეს ეხებათ უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას და ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც
რუსთავი 2

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მიღმა უფრო ფართო ამბიციები აქვს.

"ომამდე რუსეთს უკრაინასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა და მომგებიანი მიწოდების ხელშეკრულებები ჰქონდა რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის გერმანიასთან", - განუცხადა ვადეპოლმა ტელეარხ NTV-ს.

"სწორედ ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთს უფრო ფართო გეგმები აქვს", - თქვა მან.

კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა, ვადეფულმა მოიყვანა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ადრე გაკეთებული განცხადებები, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა უწოდა.

"თუ ეს დიდი კატასტროფა იყო, მაშინ მას ალბათ სურს, რომ ის შეცვალოს“, - თქვა ვადეფულმა.

მისი თქმით, ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოს, მოლდოვას და ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც.

ვადეფულმა აღნიშნა, რომ რადგან ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან, ეს იმოქმედებს გერმანიაზეც და მათ მოკავშირეზე.

"გერმანია თავდასხმის ობიექტად არა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, როდესაც მის ტერიტორიას თავს დაესხმებიან, არამედ იმ შემთხვევაშიც, თუ ნატოს მოკავშირეების საზღვრები დაირღვევა, როგორიცაა პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია ან ლიეტუვა", - დასძინა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანია უკვე ჰიბრიდული თავდასხმების წინაშე დგას, რის მაგალითსაც ლაიფციგში დრონების ინციდენტები და წინა კიბერშეტევები დაასახელა.

ცნობისთვის, აგვისტოში, ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავებს შორის ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონი აღმოაჩინეს.

გერმანიის მთავრობა ინციდენტში რუსეთს ადანაშაულებს. მოსკოვი რაიმე კავშირს უარყოფს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ტაბულაოპოზიციური"ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს" – ვადეფულის აზრით, პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიპუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, ამაში შედის საქართველოც – გერმანიის საგარეო მინისგტრი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ომამდე რუსეთს უკრაინასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა და მომგებიანი მიწოდების ხელშეკრულებები ჰქონდა რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის გერმანიასთან“
„სწორედ ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთს უფრო ფართო გეგმები აქვს“
„თუ ეს დიდი კატასტროფა იყო, მაშინ მას ალბათ სურს, რომ ის შეცვალოს“
„გერმანია თავდასხმის ობიექტად არა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, როდესაც მის ტერიტორიას თავს დაესხმებიან, არამედ იმ შემთხვევაშიც, თუ ნატოს მოკავშირეების საზღვრები დაირღვევა, როგორიცაა პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია ან ლიეტუვა“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გერმანული მედია - იოჰან ვადეფულმა ლავროვთან საუბარში მოსკოვს მოუწოდა ,,უარი თქვას გერმანიის, ევროპისა და ნატოს წინააღმდეგ ესკალაციის სახიფათო გზაზე”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები