პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის მხარდაჭერის პასუხისმგებლობა მხოლოდ რამდენიმე წევრ სახელმწიფოს არ უნდა ეკისრებოდეს, ეს ყველას პასუხისმგებლობა უნდა იყოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირის ყველა ქვეყნის საერთო პასუხისმგებლობა უნდა იყოს და ტვირთი მხოლოდ რამდენიმე წევრ სახელმწიფოს არ უნდა დაეკისროს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის მხარდაჭერის პასუხისმგებლობა მხოლოდ რამდენიმე წევრ სახელმწიფოს არ უნდა ეკისრებოდეს, ეს ყველას პასუხისმგებლობა უნდა იყოს
რუსთავი 2

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული ბერლინის პოზიციას კიდევ ერთხელ აჟღერებს და აღნიშნავს, რომ უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირის ყველა ქვეყნის საერთო პასუხისმგებლობა უნდა იყოს და არა მხოლოდ რამდენიმე წევრი სახელმწიფოს ვალდებულება.

მისი თქმით, ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებასაც გულისხმობს.

„დღეს სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას ომის პირობებში კიდევ ერთი მკაცრი ზამთრისთვის მომზადებაში. ამისთვის დამატებითი მხარდაჭერაა საჭირო, განსაკუთრებით ენერგომომარაგებისა და საჰაერო თავდაცვის სფეროებში. ამასთან, აუცილებელია ტვირთის სამართლიანი განაწილება“, - განაცხადა ვადეფულმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა მთელი ევროპის საერთო ამოცანაა.

"ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ რამდენიმე წევრ სახელმწიფოს არ უნდა დაეკისროს“, - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი დაჟინებით მოითხოვს, რომ 2027 წელს და შემდგომ პერიოდშიც უკრაინის დაფინანსება ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის საერთო ამოცანა უნდა იყოს. მისი პოზიციით, ეს საკითხი ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში უნდა გადაწყდეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოვადეფულის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა საერთო ევროპული ამოცანაა და ორგანიზაციის მხოლოდ რამდენიმე წევრს არ უნდა აწვებოდეს მხრებზე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გერმანია მოითხოვს, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა შეიტანოს წვლილი უკრაინის დამატებით დაფინანსებაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები