ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

,,რას ელოდებით, სანამ მიცვალებულს არ გამოიყვანენ ჩემ შვილს?“ – ავთანდილ დავითაძე

პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქციას მართავენ და საეთერო დროის დათმობას ითხოვენ. მსჯავრდებულის მამამ, ავთანდილ დავითაძემ, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ვასილ მაღლაფერიძეს მიმართა.

,,რას ელოდებით, სანამ მიცვალებულს არ გამოიყვანენ ჩემ შვილს?“ – ავთანდილ დავითაძე
,,რას ელოდებით, სანამ მიცვალებულს არ გამოიყვანენ ჩემ შვილს?“ – ავთანდილ დავითაძეალია

პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ საზმაუსთან. მათი მთავარი მოთხოვნა საეთერო დროის დათმობაა.

,,რას ელოდებით, სანამ მიცვალებულს არ გამოიყვანენ ჩემ შვილს? ამას ელოდებიან თქვენი სამთავრობო მედიები? ბატონო ვასილ, კარგად მიცნობთ, ისიც კარგად იცით, რა გზა მაქვს გამოვლილი, ვალდებული ხართ, შეხვიდეთ ოჯახის მდგომარეობაში და დაგვითმოთ ეთერი, გამობრძანდეთ და პირადად შემხვდეთ, გაითავისოთ ის წამება, რაც ჩემმა შვილმა გადაიტანა ციხეში”, – მიმართა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მამამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმდჯომარეს, ვასილ მაღლაფერიძეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.