ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავითაძის ოჯახმა პენიტენციურ სამსახურთან და საზმაუსთან აქცია გამართა

იუსტიციის სამინისტროქართული ოცნება

პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახმა და მხარდამჭერებმა პენიტენციურ სამსახურთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გამართეს. ისინი პატიმრის სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეზე რეაგირებას, პენიტენციური სამსახურისა და რუსთავის N6 დაწესებულების დირექტორების გადადგომას, ასევე საზმაუსგან პირდაპირ ეთერს ითხოვენ.

დავითაძის ოჯახმა პენიტენციურ სამსახურთან და საზმაუსთან აქცია გამართა
დავითაძის ოჯახმა პენიტენციურ სამსახურთან და საზმაუსთან აქცია გამართანეტგაზეთი

პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა პენიტენციურ სამსახურთან აქცია გამართეს. მოგვიანებით მათ მსვლელობით საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაინაცვლეს. დავითაძე ბადრაგებს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ოჯახი მოითხოვს, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ – სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე, ასევე რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი შოთა ტრაპაიძე.

ოჯახი ასევე ითხოვს, დაწესებულება დატოვონ და პასუხი აგონ იმ პირებმა, რომლებსაც გიორგი დავითაძე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ოჯახი პირდაპირი ეთერის დათმობას ითხოვს. მათ დღეს ტელევიზიას ოფიციალური განცხადებითაც მიმართეს:

„გთხოვთ, დაგვითმოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერი მის საქმესთან, ციხეში წამებასთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს ხალხს, და არა აშუქებდეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება პატიმარზე ძალადობას. მოვითხოვთ, დროულად მოახდინოთ რეაგირება“, – წაიკითხა აქციაზე თინათინ ბერძენიშვილის სახეზე დაწერილი განცხადება გიორგი დავითაძის მამამ.

პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. ამ საკითხზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და რომ დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იმყოფებოდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

უწყების პოზიციით, „მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.

დავითაძის დედა აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები. ოჯახი ითხოვს მასა სრულად, ხმით გამოქვეყნდეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მხარდამჭერები სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან „საზოგადოებრივ მაუწყებლისკენ“ მსვლელობას მართავენ
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპატიმარ გიორგი დავითაძის მხარდამჭერმა აქციამ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ გადაინაცვლა
  3. TV პირველიოპოზიციურიპროტესტი საზოგადოებრივი მაუწყებელთან ინაცვლებს - პატიმრის ოჯახი ეთერს ითხოვს
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პენიტენციური გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები