ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ელოდებით, ჩემს შვილს მკვდარს როდის გამომიყვანენ იქიდან?" - აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

იუსტიციის სამინისტრო

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი პატიმრის, გიორგი დავითაძის ოჯახი და მხარდამჭერები აქციას მართავენ და პირდაპირ ეთერს ითხოვენ. პატიმრის მამამ და დამ განაცხადეს, რომ უწყება დუმილს არღვევს და საქმის სიმართლეს მალავს, ხოლო პენიტენციური სამსახური ბრალდებებს უარყოფს.

"ელოდებით, ჩემს შვილს მკვდარს როდის გამომიყვანენ იქიდან?" - აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან
"ელოდებით, ჩემს შვილს მკვდარს როდის გამომიყვანენ იქიდან?" - აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთანTV პირველი

აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან - სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი პატიმრის ოჯახი პირდაპირ ეთერს ითხოვს. გიორგი დავითაძის მშობლები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ითხოვენ, რომ მათ არხის წარმომადგენელი შეხვდეთ.

ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შესვლა მოითხოვა პატიმრის მამამ, თუმცა მას დაცვის თანამშრომელი ჭიშკრის კარს არ უხსნიან.

"იმას ელოდება ეს ტელევიზია, ჩემს შვილს მიცვალებულს როდის გამომიყვანენ იქიდან" - ამბობს ავთანდილ დავითაძე.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მობილიზებულია პოლიციაც.

მილიონებს ახარჯავს ქართველი ხალხი ამ ტელევიზიას და ერთი წარმომადგენელი არ გამოვიდა აქ. სძინავთ? თუ იმას ელოდება ეს ტელევიზია, ჩემს შვილს მიცვალებულს როდის გამომიყვანენ იქიდან. რატომ მიკეტავთ შესასვლელს? ტერორისტი ვარ?", - ამბობს ავთანდილ დავითაძე.

არ ეგონოს არცერთი უწყების წარმომადგენელს, რომ ამ დანაშაულს როგორმე დაფარავს. არ გამოუვათ, კადრები, რაც გაავრცელეს, პირიქით, ადასტურებს გიორგის მიერ მიცემულ ჩვენებას და ჩანს, როგორ იძალადეს ჩემს ძმაზე. მე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას და საზოგადოებრივ მაუწყებელს, მოვითხოვთ პირდაპირ ეთერს, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე", - ამბობს გიორგი დავითაძის და.

36 წლის გიორგი დავითაძემ პროტესტის ნიშნად გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა. კაცმა სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.

მისივე თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა.

პატიმარ გიორგი დავითაძის ბრალდების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ის ბადრაგმა გააუპატიურა, პენიტენციური სამსახურმა 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში გადაღებული 4 წუთიანი ვიდეომასალა გაავრცელა.

კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება ბადრაგსა და პატიმარ დავითაძეს შორის. პაატა სალიას უწყება ირწმუნება, რომ პატიმარი ტყუის, როცა სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს.

პატიმრის ოჯახი ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომას და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციური"არა პატიმრების წამებას!" - პენიტენციურ სამსახურთან გიორგი დავითაძის ოჯახი დღეს აქციას გამართავს
  2. ალიაოპოზიციური“არა პატიმრების წამებას!” – პენიტენციურ სამსახურთან გიორგი დავითაძის ოჯახი დღეს აქციას გამართავს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურისპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ
  4. იმედინიუსისამთავრობოსპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იმას ელოდება ეს ტელევიზია, ჩემს შვილს მიცვალებულს როდის გამომიყვანენ იქიდან“
ავთანდილ დავითაძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავითაძე ამბობს, რომ გაუპატიურების სკანდალის გახმაურების შემდეგ, ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები