ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება უწევს იდენტობასა და ევროინტეგრაციას შორის – ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა, რომ ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება უწევს იდენტობასა და ევროინტეგრაციას შორის.

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს.
ამის შესახებ ელჩმა 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (SANGU-ს) სტუმრობისას განაცხადა.
„ჩემი გულწრფელი მილოცვა მასწავლებლებს – თქვენი პროფესია უაღრესად მნიშვნელოვანია. მასწავლებლების მიმართ განსაკუთრებული პირადი დამოკიდებულება მაქვს, რადგან დედაჩემი და მამაჩემი მასწავლებლები იყვნენ. სანგუ აჩვენებს, რომ შესაძლებელია იყო ძალიან ტრადიციული, მაგრამ ამავდროულად იყო ღია, თანამედროვე და გქონდეს საერთაშორისო კავშირები.
ვფიქრობ, ეს თავად სანგუს მიღმაც მნიშვნელოვანი გზავნილია. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ საქართველოს თითქოს არჩევანის გაკეთება უწევს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის. არ გიწევთ ასეთი არჩევანის გაკეთება. ეს ყალბი დილემაა. როგორც სანგუ-სთვის, ისევე მთლიანად საქართველოსთვის, შესაძლებელია იყო ტრადიციული და ღრმად ქრისტიანული, ამავე დროს კი ღია გარე სამყაროსთვის და მიიღო სარგებელი ევროინტეგრაციისგან“, – განაცხადა ელჩმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაჰერჩინსკი: შესაძლებელია იყო ტრადიციული, ღრმად ქრისტიანული და მიიღო სარგებელი ევროინტეგრაციისგან
ელჩი: ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს
პაველ ჰერჩინსკი – ჩვენ ხშირად გვესმის, რომ საქართველოს თითქოს არჩევანის გაკეთება უწევს იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის, არ გიწევთ ასეთი არჩევანის გაკეთება, ეს ყალბი დილემაა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…