პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჰერჩინსკი: შესაძლებელია იყო ტრადიციული, ღრმად ქრისტიანული და მიიღო სარგებელი ევროინტეგრაციისგან

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი მოინახულა, შეხვდა რექტორს, სტუდენტებსა და პროფესორებს და განაცხადა, რომ ტრადიციები და ქრისტიანული იდენტობა ხელს არ უშლის ევროინტეგრაციას.

ჰერჩინსკი: შესაძლებელია იყო ტრადიციული, ღრმად ქრისტიანული და მიიღო სარგებელი ევროინტეგრაციისგან
ტაბულა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტს [SANGU] ეწვია.

ვიზიტისას ელჩმა შეხვედრა გამართა, სანგუ-ს რექტორთან, ირაკლი ბრაჭულთან, მადლობა გადაუხადა სანგუ-ს პროფესორებს, შეხვდა სტუდენტებს, რომლებმაც Erasmus+-ის ფარგლებში ევროპაში ისწავლეს, გაეცნო იტალიიდან ჩამოსულ Erasmus+-ის პროფესორს და დიპლომები გადასცა სანგუ-ს კურსდამთავრებულებს - მომავალ მასწავლებლებს.

"ჩემი გულწრფელი მილოცვა მასწავლებლებს - თქვენი პროფესია უაღრესად მნიშვნელოვანია. მასწავლებლების მიმართ განსაკუთრებული პირადი დამოკიდებულება მაქვს, რადგან დედაჩემი და მამაჩემი მასწავლებლები იყვნენ. სანგუ აჩვენებს, რომ შესაძლებელია იყო ძალიან ტრადიციული, მაგრამ ამავდროულად იყო ღია, თანამედროვე და გქონდეს საერთაშორისო კავშირები.

ვფიქრობ, ეს თავად სანგუს მიღმაც მნიშვნელოვანი გზავნილია. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ საქართველოს თითქოს არჩევანის გაკეთება უწევს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის. არ გიწევთ ასეთი არჩევანის გაკეთება. ეს ყალბი დილემაა. როგორც სანგუ-სთვის, ისევე მთლიანად საქართველოსთვის, შესაძლებელია იყო ტრადიციული და ღრმად ქრისტიანული, ამავე დროს კი ღია გარე სამყაროსთვის და მიიღო სარგებელი ევროინტეგრაციისგან". - განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ.

წარმომადგელობის ცნობითვე, ევროკავშირის ელჩმა Erasmus+-ის კურსდამთავრებულები ახლად ჩამოყალიბებულ ალუმნი ქსელში მიიწვია, რომლის ფარგლებშიც დელეგაცია სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავს.

"თუ თქვენც მიგიღიათ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო და პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა, ქსელში გაწევრიანება ამ ბმულით შეგიძლიათ" - წერს წარმომადგენლობა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება უწევს იდენტობასა და ევროინტეგრაციას შორის – ჰერჩინსკი
  2. TV პირველიოპოზიციურიელჩი: ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს
  3. პირველი არხისამთავრობოპაველ ჰერჩინსკი – ჩვენ ხშირად გვესმის, რომ საქართველოს თითქოს არჩევანის გაკეთება უწევს იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის, არ გიწევთ ასეთი არჩევანის გაკეთება, ეს ყალბი დილემაა
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჰერჩინსკი: ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები