ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გამოაქვეყნონ ხმოვანი კადრები - დავითაძის ოჯახი კვლავ აქციებს მართავს

იუსტიციის სამინისტრო

გიორგი დავითაძის ოჯახი და მხარდამჭერები პენიტენციურ სამსახურთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციებს მართავენ და რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის სრული, ხმოვანი ვიდეოკადრების გამოქვეყნებას, ასევე ციხის უფროსისა და ბადრაგების გადადგომას ითხოვენ. პენიტენციური სამსახური ძალადობის ბრალდებას უარყოფს, ხოლო იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ კანონმდებლობა ხმოვანი ჩანაწერების გაკეთებას არ ითვალისწინებს.

გამოაქვეყნონ ხმოვანი კადრები - დავითაძის ოჯახი კვლავ აქციებს მართავს
გამოაქვეყნონ ხმოვანი კადრები - დავითაძის ოჯახი კვლავ აქციებს მართავსრადიო თავისუფლება

ოჯახის მოთხოვნაა, გამოქვეყნდეს „სრული კადრები - ხმით“. აქამდე პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებს ხმა არ აქვს.

მორიგი აქცია 6 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყო პენიტენციურ სამსახურთან, - სადაც დავითაძეებმა, თავიანთი მოთხოვნების გამეორებასთან ერთად, გააკრიტიკეს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

შემდეგ დემონსტრაცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაგრძელდა - ოჯახი მაუწყებლისგან პირდაპირ ეთერში ჩართვას მოითხოვს.

„გამოაქვეყნონ ხმოვანი კადრები“ - დედა

„მე მოვედი აქ იმ მოთხოვნით, რომ გადადგეს შალვა ტრაპაიძე და მისი ჯალათი ბადრაგები, ყველანი დაისაჯონ სისხლის სამართლის წესით“, - განაცხადა დავითაძის დედამ.

„მოვითხოვ, გაასაჯაროონ სრული ვერსია კადრებით - რომელიც შეიცავს ხუთ ფაილს, ყველა რაკურსით. დანარჩენი რაკურსებით, - გარდა იმისა, რაც გამოაქვეყნეს, სადაც ასევე ჩანს, - რაც მე ნანახი მაქვს, კიდევ უფრო კარგად ჩანს [მომხდარი]“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

„გარდა ამისა, იქ ჩანს, რომ გიორგი მათ წყნარად მიჰყვება იმ ჯურღმულში და [ბადრაგი, ინიციალებით გ.კ.] ხვდება ამ სიტყვებით, ახლა უნდა გაგაუპატიუროთო. მაგრამ ხმოვანი რომ გამოაქვეყნონ, თქვენ იცით, რა მოხდება? როგორ ამცირებენ პატიმრებს?! დედით, შვილებით, რა სიტყვებს იყენებენ, როგორ აგინებენ და შემდეგ საპასუხოდ პატიმრისგან გინებაც არ უნდათ მოისმინონ“, - განაცხადა მან.

დამაზუსტებელ კითხვაზე თქვა, რომ მას პირადად ხმოვანი კადრები არ აქვს ნანახი, თუმცა ხმოვანი კადრები არსებობს.

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წინა დღეს, 5 ოქტომბერს, ჟურნალისტების კითხვების მიუხედავად, არ თქვა, ამ ვიდეოჩანაწერს ჰქონდა თუ არა ხმა.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, - ზოგადად, პენიტენციურ სისტემაში, ციხეებში, დეესკალაციის ოთახში არსებულ კამერებს აქვს თუ არა ხმის ჩაწერის ფუნქცია, მინისტრმა უპასუხა: „არ გიპასუხებთ“.

„დატოვონ სამსახურები“

„მოვედი გიორგი დავითაძის მხარდასაჭერად. მოვედი ბადრაგის და ციხის უფროსის გადადგომის მოთხოვნით“, - უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რადიო თავისუფლებას.

„გამოძიება თუ მიმდინარეობს, როგორც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და პროკურორი ამბობენ, აუცილებელია, ეს ხალხი, ვინც ხელს შეუშლის გამოძიების სწორად წარმართვას, წავიდნენ“, - განაცხადა მან.

გიორგი დავითაძის საქმე

2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.

პენიტენციური სამსახური „გაუპატიურებას“ კატეგორიულად უარყოფს.

უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს.

სახალხო დამცველის თქმით, გავრცელებულ მასალაში ფიზიკური ძალადობის მტკიცებულება ვერ ნახეს.

5 ოქტომბერს კითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი, იოსელიანმა თქვა: „დებულებაში უნდა ვნახოთ“.

სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.

3 ოქტომბერს დავითაძის ოჯახის წევრებმა ციხესთან აქცია გამართეს და ვიდეოს სრული, მათ შორის ხმიანი, ვერსიის გასაჯაროება მოითხოვეს.

დავითაძის ბრალდებების გასაჯაროების შემდეგ №6 დაწესებულებაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ კანონმდებლობა პენიტენციურ დაწესებულებებში ხმოვანი ჩანაწერის გაკეთებას არ ითვალისწინებს და დავითაძის „დაუდასტურებელი ბრალდებების ფაქტებად წარმოჩენა“ დაწესებულებაში დესტაბილიზაციის მცდელობაა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამოაქვეყნონ ხმოვანი კადრები“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მე მოვედი აქ იმ მოთხოვნით, რომ გადადგეს შალვა ტრაპაიძე და მისი ჯალათი ბადრაგები, ყველანი დაისაჯონ სისხლის სამართლის წესით“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მოვითხოვ, გაასაჯაროონ სრული ვერსია კადრებით - რომელიც შეიცავს ხუთ ფაილს, ყველა რაკურსით. დანარჩენი რაკურსებით, - გარდა იმისა, რაც გამოაქვეყნეს, სადაც ასევე ჩანს, - რაც მე ნანახი მაქვს, კიდევ უფრო კარგად ჩანს [მომხდარი]“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„გარდა ამისა, იქ ჩანს, რომ გიორგი მათ წყნარად მიჰყვება იმ ჯურღმულში და [ბადრაგი, ინიციალებით გ.კ.] ხვდება ამ სიტყვებით, ახლა უნდა გაგაუპატიუროთო. მაგრამ ხმოვანი რომ გამოაქვეყნონ, თქვენ იცით, რა მოხდება? როგორ ამცირებენ პატიმრებს?! დედით, შვილებით, რა სიტყვებს იყენებენ, როგორ აგინებენ და შემდეგ საპასუხოდ პატიმრისგან გინებაც არ უნდათ მოისმინონ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მოვედი გიორგი დავითაძის მხარდასაჭერად. მოვედი ბადრაგის და ციხის უფროსის გადადგომის მოთხოვნით“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„გამოძიება თუ მიმდინარეობს, როგორც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და პროკურორი ამბობენ, აუცილებელია, ეს ხალხი, ვინც ხელს შეუშლის გამოძიების სწორად წარმართვას, წავიდნენ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„დებულებაში უნდა ვნახოთ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„დაუდასტურებელი ბრალდებების ფაქტებად წარმოჩენა“
პაატა სალია
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.