ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე – ადამიანები როდესაც ინანიებენ დანაშაულებრივ ქმედებას, ეს ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს ბრალდება, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სწორი

ნაციონალური მოძრაობა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, დანაშაულის აღიარება და მონანიება ადასტურებს სახელმწიფოს ბრალდებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორეს. მისი თქმით, 4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებულთა დაახლოებით ნახევარმა დანაშაული მოინანია, ხოლო ორგანიზატორთა ნაწილი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს მათზე. ამასთან, საქმესთან დაკავშირებით მსჯავრდებულები მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.

არჩილ გორდულაძე – ადამიანები როდესაც ინანიებენ დანაშაულებრივ ქმედებას, ეს ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს ბრალდება, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სწორი
არჩილ გორდულაძე – ადამიანები როდესაც ინანიებენ დანაშაულებრივ ქმედებას, ეს ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს ბრალდება, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სწორიპირველი არხი

ადამიანები როდესაც აღიარებენ საკუთარ ნამოქმედარს და ინანიებენ დანაშაულებრივ ქმედებას, ეს ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს ბრალდება იყო მართალი, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებაც იყო სწორი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ყოველთვის იქნება ლმობიერი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ ნამოქმედარს გაიაზრებენ, მოინანიებენ და სახელმწიფოსაც მიმართავენ.

„4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის აქციას მიუერთდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული ყველა პირი, მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებიც აქციაში იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ როგორც კი დამხობა არ გამოვიდა, მაშინვე გაემიჯნენ, ყოველ შემთხვევაში სცადეს მარტივი გზით – გაიქცნენ. ამ აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ბრალდებული და მსჯავრდებული ადამიანების დაახლოებით ნახევარმა აღიარა და მოინანია ნამოქმედარი და მათ მიმართაც მიმდინარეობდა განსაკუთრებული ბულინგი. იგივე ხდება ორგანიზატორების მიმართაც. ადამიანები როდესაც აღიარებენ ნამოქმედარს და ინანიებენ დანაშაულებრივ ქმედებას, ეს ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს ბრალდება იყო მართალი, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებაც იყო სწორი. ასევე მართალი იყო პოლიტიკური შეფასებები ძალადობრივი აქციებისა და ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობის შესახებ, როდესაც, მათ შორის, ყველაფერს ორგანიზატორიც ამბობს და უცხოელებიც. მანამდე იყო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ყოფილი ელჩი, რომელიც ესკალაციის ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებელი იყო, მათ შორის იყვნენ გაფართოების კომისრები, მათი წარმომადგენლები და პრესმდივანები. ქალბატონი მაია სანდუ, რომელიც ამ აქციის მიმდინარეობისას პირდაპირ წერდა, რომ ქართული საზოგადოების გვერდით დგას იმ დროს, როდესაც ეს ხალხი ცდილობდა სტრატეგიული ობიექტი დაეკავებინა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სიმართლე ერთია, ხოლო მეორეა არარსებული რეალობის რეალობად წარმოჩენის მცდელობა, რომელშიც პირდაპირ ჩართული არიან უცხოური სახელის და გვარის მქონე ადამიანები“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, ნიშანდობლივია, რომ ორგანიზატორობაში მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის შვილი ამბობს, რომ მეთაურმა არ უნდა მიატოვოს ჯარისკაციო.

„ბრალში ზუსტად ეს არის, რომ პაატა ბურჭულაძე იყო ორგანიზატორი, ანუ ძალადობრივი დამხობის აქციის მეთაური. გამოდის, რომ, მათ შორის, მისი შვილი საკუთარი მამის დანაშაულს ირიბად აღიარებს. სახელმწიფო ყოველთვის იქნება ლმობიერი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ ნამოქმედარს გაიაზრებენ, მოინანიებენ და შესაბამისად სახელმწიფოსაც მიმართავენ. ხოლო ის პირები, რომელთა მიზანიც არის ამ ქვეყანაში გარე მმართველობის დამყარება, რა თქმა უნდა, ასეთ პირებს ყოველთვის დააბულინგებენ. ყოველთვის იქნება მათზე განსაკუთრებული ზეწოლა, რომ საკუთარი ნამოქმედარი არ აღიარონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის აქციას მიუერთდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული ყველა პირი, მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებიც აქციაში იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ როგორც კი დამხობა არ გამოვიდა, მაშინვე გაემიჯნენ, ყოველ შემთხვევაში სცადეს მარტივი გზით – გაიქცნენ. ამ აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ბრალდებული და მსჯავრდებული ადამიანების დაახლოებით ნახევარმა აღიარა და მოინანია ნამოქმედარი და მათ მიმართაც მიმდინარეობდა განსაკუთრებული ბულინგი. იგივე ხდება ორგანიზატორების მიმართაც. ადამიანები როდესაც აღიარებენ ნამოქმედარს და ინანიებენ დანაშაულებრივ ქმედებას, ეს ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს ბრალდება იყო მართალი, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებაც იყო სწორი. ასევე მართალი იყო პოლიტიკური შეფასებები ძალადობრივი აქციებისა და ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობის შესახებ, როდესაც, მათ შორის, ყველაფერს ორგანიზატორიც ამბობს და უცხოელებიც. მანამდე იყო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ყოფილი ელჩი, რომელიც ესკალაციის ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებელი იყო, მათ შორის იყვნენ გაფართოების კომისრები, მათი წარმომადგენლები და პრესმდივანები. ქალბატონი მაია სანდუ, რომელიც ამ აქციის მიმდინარეობისას პირდაპირ წერდა, რომ ქართული საზოგადოების გვერდით დგას იმ დროს, როდესაც ეს ხალხი ცდილობდა სტრატეგიული ობიექტი დაეკავებინა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სიმართლე ერთია, ხოლო მეორეა არარსებული რეალობის რეალობად წარმოჩენის მცდელობა, რომელშიც პირდაპირ ჩართული არიან უცხოური სახელის და გვარის მქონე ადამიანები“
არჩილ გორდულაძე
„ბრალში ზუსტად ეს არის, რომ პაატა ბურჭულაძე იყო ორგანიზატორი, ანუ ძალადობრივი დამხობის აქციის მეთაური. გამოდის, რომ, მათ შორის, მისი შვილი საკუთარი მამის დანაშაულს ირიბად აღიარებს. სახელმწიფო ყოველთვის იქნება ლმობიერი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ ნამოქმედარს გაიაზრებენ, მოინანიებენ და შესაბამისად სახელმწიფოსაც მიმართავენ. ხოლო ის პირები, რომელთა მიზანიც არის ამ ქვეყანაში გარე მმართველობის დამყარება, რა თქმა უნდა, ასეთ პირებს ყოველთვის დააბულინგებენ. ყოველთვის იქნება მათზე განსაკუთრებული ზეწოლა, რომ საკუთარი ნამოქმედარი არ აღიარონ“
არჩილ გორდულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმება ითხოვეს - პროკურატურა ბრალდებულებთან შეთანხმებას გააფორმებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები