არჩილ გორდულაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების ნაწილის მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნაზე - როცა ადამიანები აღიარებენ საკუთარ ნამოქმედარს და ინანიებენ დანაშაულებრივ ქმედებას, ეს ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო ბრალდება იყო მართალი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების ნაწილის მიեր საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დანაშაულის აღიარება ხაზს უსვამს სახელმწიფო ბრალდების სიმართლეს.

ასეთ პირებს, ვინც საკუთარ ნამოქმედარს აღიარებს, ყოველთვის დააბულინგებენ, ყოველთვის იქნება მათზე განსაკუთრებული ზეწოლა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების: მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სახელმწიფო ყოველთვის იქნება ლმობიერი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ ნამოქმედარს გაიაზრებენ და მოინანიებენ.
“აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ბრალდებული და მსჯავრდებული ადამიანების დაახლოებით ნახევარმა აღიარა, მოინანია საკუთარი ნამოქმედარი და მათ მიმართაც მიმდინარეობდა განსაკუთრებული ბულინგი. იგივე ხდება ორგანიზატორების მიმართაც.
ორგანიზატორობაში მსჯავრდებული ერთ-ერთი პირის, პაატა ბურჭულაძის შვილი ამბობს, რომ მეთაურმა არ უნდა მიატოვოს ჯარისკაცი. ბრალშიც ზუსტად ეს არის, რომ პაატა ბურჭულაძე იყო ორგანიზატორი, ანუ მეთაური ძალადობრივი დამხობის აქციისა. გამოდის, რომ მათ შორის მისი შვილი საკუთარი მამის დანაშაულს ირიბად აღიარებს კიდეც.
სახელმწიფო ყოველთვის იქნება ლმობიერი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ ნამოქმედარს გაიაზრებენ, მოინანიებენ.
ხოლო ისეთ პირებს, რომელთა მიზანიც არის გარე მმართველობის ამ ქვეყანაში დამყარება, რა თქმა უნდა, ყოველთვის დააბულინგებენ, ყოველთვის იქნება მათზე განსაკუთრებული ზეწოლა, რომ საკუთარი ნამოქმედარი არ აღიარონ.
როდესაც ადამიანები აღიარებენ საკუთარ ნამოქმედარს და ინანიებენ თავის დანაშაულებრივ ქმედებას, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო ბრალდება იყო მართალი და სასამართლოს გადაწყვეტილებაც იყო სწორი,”- განაცხადა გორდულაძემ.
ინფორმაციისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, გური ჟვანია და ირაკლი ჩხვირკია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.შეგახსენებთ იმასაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას 7-7 წლით, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიას კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიარჩილ გორდულაძე – ადამიანები როდესაც ინანიებენ დანაშაულებრივ ქმედებას, ეს ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს ბრალდება, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სწორი
- რუსთავი 2არჩილ გორდულაძე ბურჭულაძის შვილზე: ამბობს, მეთაურმა ჯარისკაცი არ უნდა მიატოვოსო, რითაც საკუთარი მამის დანაშაულს ირიბად აღიარებს, რადგან ბრალშიც ზუსტად ასეა - პაატა ბურჭულაძე იყო ძალადობრივი აქციის მეთაური
ციტატები სტატიიდან
„აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ბრალდებული და მსჯავრდებული ადამიანების დაახლოებით ნახევარმა აღიარა, მოინანია საკუთარი ნამოქმედარი და მათ მიმართაც მიმდინარეობდა განსაკუთრებული ბულინგი. იგივე ხდება ორგანიზატორების მიმართაც. ორგანიზატორობაში მსჯავრდებული ერთ-ერთი პირის, პაატა ბურჭულაძის შვილი ამბობს, რომ მეთაურმა არ უნდა მიატოვოს ჯარისკაცი. ბრალშიც ზუსტად ეს არის, რომ პაატა ბურჭულაძე იყო ორგანიზატორი, ანუ მეთაური ძალადობრივი დამხობის აქციისა. გამოდის, რომ მათ შორის მისი შვილი საკუთარი მამის დანაშაულს ირიბად აღიარებს კიდეც. სახელმწიფო ყოველთვის იქნება ლმობიერი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ ნამოქმედარს გაიაზრებენ, მოინანიებენ. ხოლო ისეთ პირებს, რომელთა მიზანიც არის გარე მმართველობის ამ ქვეყანაში დამყარება, რა თქმა უნდა, ყოველთვის დააბულინგებენ, ყოველთვის იქნება მათზე განსაკუთრებული ზეწოლა, რომ საკუთარი ნამოქმედარი არ აღიარონ. როდესაც ადამიანები აღიარებენ საკუთარ ნამოქმედარს და ინანიებენ თავის დანაშაულებრივ ქმედებას, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო ბრალდება იყო მართალი და სასამართლოს გადაწყვეტილებაც იყო სწორი,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…