ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე ბურჭულაძის შვილზე: ამბობს, მეთაურმა ჯარისკაცი არ უნდა მიატოვოსო, რითაც საკუთარი მამის დანაშაულს ირიბად აღიარებს, რადგან ბრალშიც ზუსტად ასეა - პაატა ბურჭულაძე იყო ძალადობრივი აქციის მეთაური

საქართველოს პარლამენტი

არჩილ გორდულაძის განცხადებით, პაატა ბურჭულაძის შვილის მიერ გაკეთებული განცხადება მამის დანაშაულის ირიბი აღიარებაა. აღნიშნული შეფასება მოჰყვა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ნაწილის მიერ დანაშაულის აღიარებასა და ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას.

არჩილ გორდულაძე ბურჭულაძის შვილზე: ამბობს, მეთაურმა ჯარისკაცი არ უნდა მიატოვოსო, რითაც საკუთარი მამის დანაშაულს ირიბად აღიარებს, რადგან ბრალშიც ზუსტად ასეა - პაატა ბურჭულაძე იყო ძალადობრივი აქციის მეთაური
არჩილ გორდულაძე ბურჭულაძის შვილზე: ამბობს, მეთაურმა ჯარისკაცი არ უნდა მიატოვოსო, რითაც საკუთარი მამის დანაშაულს ირიბად აღიარებს, რადგან ბრალშიც ზუსტად ასეა - პაატა ბურჭულაძე იყო ძალადობრივი აქციის მეთაურირუსთავი 2

4 ოქტომბრის დამხობის ორგანიზატორთა მხრიდან დანაშაულის აღიარება ახალი დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციაში. ოპოზიციური პარტიების ნაწილი დანაშაულის მონანიებას მიესალმება, ნაწილი კი მსჯავრდებულებს მწვავედ აკრიტიკებს და მათი მხრიდან პრინციპების ღალატსა და უღირს საქციელზე საუბრობს.

ძალადობრივი აქციების ორგანიზატორებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული გუშინ აღიარეს. საპროცესო შეთანხმებას ითხოვს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ რამდენიმე პირი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, რომ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაახლოებით ნახევარმა უკვე აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, რის გამოც მათ ბულინგიც კი გადაიტანეს.

გორდულაძემ ყურადღება გაამახვილა პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადებაზეც, სადაც ითქვა, რომ "მეთაურმა ჯარისკაცი არ უნდა მიატოვოს", რის მიხედვითაც, საკუთარი მამის დანაშაულს ირიბად აღიარებს.

"როგორც კი დამხობა არ გამოვიდა, მაშინვე გაემიჯნენ, სცადეს, ყოველ შემთხვევაში, მარტივი გზით გაიქცნენ. ახლა, როდესაც პირები აღიარებენ და შეგახსენებთ, რომ ამ აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ბრალდებული და მსჯავრდებული ადამიანების დაახლოებით ნახევარმა აღიარა, მოინანია საკუთარი ნამოქმედარი და მათ მიმართაც მიმდინარეობდა განსაკუთრებული ბულინგი. იგივე ხდება ორგანიზატორების მიმართაც. ერთი ნიშანდობლივი ფაქტია, მაგალითად, ერთ-ერთ ორგანიზატორობაში მსჯავრდებული პირის პაატა ბურჭულაძის შვილი ამბობს, რომ მეთაურმა არ უნდა მიატოვოს ჯარისკაციო და ბრალშიც ზუსტად ეს არის, რომ პაატა ბურჭულაძე იყო ორგანიზატორი, ანუ მეთაური ძალადობრივი დამხობის აქციისა. გამოდის, რომ მათ შორის მისი შვილი საკუთარი მამის დანაშაულს ირიბად აღიარებს კიდეც. სახელმწიფო ყოველთვის იქნება ლმობიერი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ ნამოქმედარს გაიაზრებენ," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მეთაურმა ჯარისკაცი არ უნდა მიატოვოს“
„როგორც კი დამხობა არ გამოვიდა, მაშინვე გაემიჯნენ, სცადეს, ყოველ შემთხვევაში, მარტივი გზით გაიქცნენ. ახლა, როდესაც პირები აღიარებენ და შეგახსენებთ, რომ ამ აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ბრალდებული და მსჯავრდებული ადამიანების დაახლოებით ნახევარმა აღიარა, მოინანია საკუთარი ნამოქმედარი და მათ მიმართაც მიმდინარეობდა განსაკუთრებული ბულინგი. იგივე ხდება ორგანიზატორების მიმართაც. ერთი ნიშანდობლივი ფაქტია, მაგალითად, ერთ-ერთ ორგანიზატორობაში მსჯავრდებული პირის პაატა ბურჭულაძის შვილი ამბობს, რომ მეთაურმა არ უნდა მიატოვოს ჯარისკაციო და ბრალშიც ზუსტად ეს არის, რომ პაატა ბურჭულაძე იყო ორგანიზატორი, ანუ მეთაური ძალადობრივი დამხობის აქციისა. გამოდის, რომ მათ შორის მისი შვილი საკუთარი მამის დანაშაულს ირიბად აღიარებს კიდეც. სახელმწიფო ყოველთვის იქნება ლმობიერი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ ნამოქმედარს გაიაზრებენ,“
არჩილ გორდულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების აღიარება - პაატა ბურჭულაძე საკუთარი თანამებრძოლების საქციელს ამართლებს, მისი შვილი კი საპროცესო შეთანხმებას ეწინააღმდეგებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები