ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

იუსტიციის სამინისტრო

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. ადრე მსჯავრდებულმა ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა, რასაც პენიტენციურმა სამსახურმა დეზინფორმაცია უწოდა.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენინტერპრესნიუსი

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ.

ადგილზე იმყოფებიან პატიმრის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები. მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ გაშლილი, ასევე სიმბოლურად სამედიცინო ხელთათმანი აქვთ გაკეთებული.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციური"არა პატიმრების წამებას!" - პენიტენციურ სამსახურთან გიორგი დავითაძის ოჯახი დღეს აქციას გამართავს
  2. ალიაოპოზიციური“არა პატიმრების წამებას!” – პენიტენციურ სამსახურთან გიორგი დავითაძის ოჯახი დღეს აქციას გამართავს
  3. იმედინიუსისამთავრობოსპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ
  4. TV პირველიოპოზიციური"ელოდებით, ჩემს შვილს მკვდარს როდის გამომიყვანენ იქიდან?" - აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები