ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

"არა პატიმრების წამებას!" - პენიტენციურ სამსახურთან გიორგი დავითაძის ოჯახი დღეს აქციას გამართავს

საქართველოს პროკურატურა

გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ციხეების უფროსისგან ოფიციალურ განცხადებას და ძალადობაში მონაწილე პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, რადგან პატიმრის მიმართ სავარაუდო ძალადობის საქმეზე გამოძიების დაწყებიდან ექვს თვეზე მეტი გავიდა, შედეგები კი უცნობია.

"არა პატიმრების წამებას!" - პენიტენციურ სამსახურთან გიორგი დავითაძის ოჯახი დღეს აქციას გამართავს
"არა პატიმრების წამებას!" - პენიტენციურ სამსახურთან გიორგი დავითაძის ოჯახი დღეს აქციას გამართავსTV პირველი

"არა პატიმრების წამებას!" - გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან დღეს მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ. მათი მოთხოვნაა, ციხეების უფროსმა ოფიციალური განცხადება გააკეთოს და თქვას, რა ჩანს რეალურად იმ კადრებში, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა საზოგადოებას დაუმალა.

დავითაძის ოჯახის წევრები ასევე ითხოვენ, პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვინც, მათი თქმით, ძალადობაში მონაწილეობდა.

დღეს არის აქცია 12:00 საათზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან, რომელიც მდებარეობს სანდრო ეულის 3 ნომერში. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, ეს არის უნივერსიტეტის მეტროსთან. გელოდებით ყველას, ვინც თვლით, რომ ხმა უნდა ამოვიღოთ. მოგიწოდებთ, რომ მოხვიდეთ. მოვითხოვთ შთა ტრაპაიძის გათავისუფლება, მინიმუმ, იმ დროით, სანამ გამოძიება მიმდინარეობს. ასევე ყვლა იმ ბადრაგების, რომლებიც მონაწილეობენ ამ ფაქტში, - ამბობს გიორგი დავითაძის მეუღლე თაკო დავითაძე.

პატიმრის მიმართ ციხეში სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეზე დაწყებული გამოძიებიდან უკვე ექვს თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება და რა შედეგები აქვს პროკურატურას.

ბოლო ხუთი დღეა, საქმესთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები იმართება, საგამოძიებო უწყებას კი შუალედური შედეგების შესახებ საჯარო ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პატიმარზე სექსუალური ძალადობა არ მომხდარა, თუმცა ამ ვერსიას საზოგადოების ნაწილი და დავითაძის ოჯახის წევრები არ ენდობიან და საქმის ობიექტურ გამოძიებასა და კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.