ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

რუსეთის ძალების სამიზნე ხარკოვი, ზაპოროჟიე, დნეპროპეტროვსკი და ოდესა გახდა - საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინაც

რუსეთის ძალების სამიზნე ხარკოვი, ზაპოროჟიე, დნეპროპეტროვსკი და ოდესა გახდა, რასაც ხარკოვში 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ათობით დაშავდა. საპასუხო იერიშები განახორციელა უკრაინამაც, რომელმაც უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს.

რუსეთის ძალების სამიზნე ხარკოვი, ზაპოროჟიე, დნეპროპეტროვსკი და ოდესა გახდა - საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინაც
რუსეთის ძალების სამიზნე ხარკოვი, ზაპოროჟიე, დნეპროპეტროვსკი და ოდესა გახდა - საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინაცრუსთავი 2

უკრაინაში, რუსეთის ძალების სამიზნე ხარკოვი, ზაპოროჟიე, დნეპროპეტროვსკი და ოდესა გახდა. ხარკოვში, სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტებზე მიტანილ ავიაიერიშს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა.

ზაპოროჟიეში, საცხოვრებელ კორპუსსა და მდინარე დნიპროზე მდებარე ხიდზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 10 პირი დაშავდა, მათ შორის "წითელი ჯვრის" ორი თანამშრომელია.

დნეპროპეტროვსკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით 20-მდე შეტევა განხორციელდა. დაზიანდა საწარმოო ობიექტები, დაშავდა 2 მოქალაქე. აფეთქებებია ოდესის პორტშიც.

საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინაც. მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური შეტევა მიმდინარეობს. იერიშის შედეგად, ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობბაზაზე. მუშაობა შეაჩერა მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.