რუსეთის მასირებული იერიში უკრაინაზე - კიევი და რამდენიმე ოლქი დაიბომბა, უკრაინამ საპასუხო დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე განახორციელა
რუსეთის ძალებმა უკრაინის რეგიონების, მათ შორის კიევის, ჟიტომირის, სუმისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით დრონებითა და რაკეტებით მასირებული იერიში მიიტანეს, რასაც ჟიტომირის ოლქში 2 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. თავის მხრივ, უკრაინამ საპასუხო დარტყმები განახორციელა რუსეთის ტერიტორიაზე: როსტოვის ოლქში სამხედრო აეროდრომი დაიბომბა, ხოლო მოსკოვის მიმართულებით რუსეთის ხელისუფლების ცნობით 29 დრონი ჩამოაგდეს.

ომი გრძელდება უკრაინაში. რუსეთის ძალებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით დრონები და რაკეტები გაუშვეს. თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა ჟიტომირის ოლქში.
აფეთქებები იყო კიევშიც, სადაც დაშავებულები არიან. სამიზნე გახდა სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქებიც. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო და სახანძრო სამუშაოები მიმდინარეობს.
საპასუხო დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე ახორციელებს უკრაინაც. გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით იერიში როსტოვის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომზე განხორციელდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დარტყმის შედეგად სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები დაზიანდა.
აფეთქებების ხმა ისმოდა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქშიც. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, მოსკოვის მიმართულებით 29 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…