ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ზაპოროჟიეს, ხარკოვის, ოდესის, კიევის ოლქები - უკრაინაზე დრონებით მასირებული შეტევა იყო

უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ოდესის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადისა და კიევის ოლქებზე, დრონებით მასირებული შეტევა განხორციელდა. ხარკოვის ოლქში დაიღუპა ერთი ქალი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობები, რკინიგზა, საწყობები და საწარმოები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, იერიშები მიზნად ისახავდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს და საპორტო ინფრასტრუქტურას. აღნიშნული ცნობები დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის.

ზაპოროჟიეს, ხარკოვის, ოდესის, კიევის ოლქები - უკრაინაზე დრონებით მასირებული შეტევა იყო
ზაპოროჟიეს, ხარკოვის, ოდესის, კიევის ოლქები - უკრაინაზე დრონებით მასირებული შეტევა იყორადიო თავისუფლება

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის ლოზოვის რაიონში 45 წლის ქალი დაიღუპა. მძიმე დამწვრობა აქვს მის შვილს, 13 წლის ბიჭს. დაშავდა კიდევ ორი ადამიანი. დანგრეული და დამწვარია კერძო სახლი, რომელსაც დრონი მოხვდა. დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა და რკინიგზა.

სულ მცირე ექვსი ადამიანი დაშავდა ქალაქ ზაპოროჟიში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზიანებული და დამწვარია ორი 9-სართულიანი სახლი, სავაჭრო ცენტრი და უნივერსიტეტის შენობა. ზაპოროჟიეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონით პირდაპირი დარტყმა იყო უმაღლესი სასწავლებლის მესამე კორპუსზე. ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ოდესის ოლქში დარტყმა იყო საწყობებზე, ხოლო ჩერნიგოვის და კიროვოგრადის ოლქებში - საწარმოებზე. რუსული დრონებით შეტევამ ხანძრები გამოიწვია ტექნიკური მომსახურების სადგურსა და ხის გადამამუშავებელ ობიექტზე კიევის ოლქის ბუჩის და ფასტოვის რაიონებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით გავრცელებული ცნობით, კიევის ოლქში დაარტყეს ლოგისტიკის ცენტრს და გაზგამანაწილებელ სადგურს, რომლებიც სამხედრო ტვირთების შესანახად და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მომარაგებისთვის გამოიყენებოდა, ხოლო ოდესის და იზმაილის პორტებში - სამხედრო დანიშნულების საპორტო ინფრასტრუქტურას და სატვირთო გემს.

დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.