მსხვერპლი, ნგრევა, ხანძრები - რუსეთმა კიევს და უკრაინის რამდენიმე რეგიონს დაარტყა
რუსეთის ძალებმა კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონს, მათ შორის ზაპოროჟიეს, ხარკოვის, იზიუმის, ჟიტომირისა და პოლტავის ოლქებს, საჰაერო და დრონებით დაარტყეს. თავდასხმების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები, დანგრეულია ინფრასტრუქტურა და გაჩნდა ხანძრები.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე დილის ცხრა საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, დედაქალაქში დაჭრილია სამი ადამიანი. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
კიევში დრონებით დარტყმა იყო ორ ავტოგასამართ სადგურზე, სატრანსპორტო საწარმოზე, საწყობებზე და ბიზნეს-ცენტრზე.
უკრაინის რეგიონები
გასულ ღამით შეტევა იყო ქალაქ ზაპოროჟიეს მსხვილ სავაჭრო ცენტრ „ამსტორზე“, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი. რუსეთის ჯარებმა ამ სავაჭრო ცენტრს რამდენიმე დღის წინაც დაარტყეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კუშუგუმში დანგრეულია კერძო სახლი. დაიღუპა ერთი ადამიანი.
მეხანძრეები აქრობენ ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს.
ხარკოვის მერის ცნობით, ქალაქის კიევის რაიონში დრონებით დარტყმა იყო ავტომობილებზე. დაიღუპა ერთი ადამიანი.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა მართვადი ავიამომბებით დაარტყეს ოლქის ქალაქ იზიუმს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, დაშავდა რვა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. დანგრეულია კერძო სახლები. ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, საწარმოებზე შეტევა იყო ჟიტომირის და პოლტავის ოლქებში. სამსახურის ტელეგრამ-არხზე 23 სექტემბერს დილით გამოქვეყნებულ ცნობაში კონკრეტული საწარმოები დასახელებული არ არის.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…