ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
ერთა ლიგის B2 ჯგუფში საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. შეხვედრის მიმდინარეობისას საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, რამდენიმე მნიშვნელოვანი მოგერიება შეასრულა, მათ შორის 83-ე წუთზე პენალტი მოიგერია. ოთხი ტურის შემდეგ საქართველო ჯგუფში 2 ქულით მეოთხე ადგილზეა.
![ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT](/thumb/73286-960-3f6fec73.webp)
ერთა ლიგის B2 ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულმა გუნდმა „უინძორ პარკზე“ საქართველოს ნაკრებს უმასპინძლა – მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
წარმატებული სტარტის შემდეგ, მასპინძლებს ლიდერობის განმტკიცება სურდათ, „ჯვაროსნებს“ კი – საქმის გამოსწორება. რამაზ სვანაძემ სათამაშო სქემაც შეცვალა და ძირითადი შემადგენლობაც. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სასტარტოში საბა საზონოვი, ზურიკო დავითაშვილი, გიზი მამაგეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და ბუდუ ზივზივაძე დააყენა.
პირველმა ტაიმმა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების უპირატესობით ჩაიარა, „ჯვაროსნების“ ყველაზე სახიფათო შეტევას ზურიკო დავითაშვილი აგვირგვინებდა, მაგრამ მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. ჩრდილოეთ ირლანდიელებიც მწვავედ უტევდნენ, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი საიმედო თამაშობდა.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები აშკარად გააქტიურდა და მომენტებიც შექმნა, მაგრამ გიორგი წიტაიშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ მიზანს ვერ მიაღწიეს. საქართველოს ნაკრები ორჯერ აშკარა გოლს გადაურჩა. 83-ე წუთზე კი გიორგი მამარდაშვილმა ისააკ პრაისის მიერ დარტყმული პენალტი მოიგერია.
4 ტურის შემდეგ ერთა ლიგის B2 ჯგუფში 8 ქულით კვლავ ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს და A ლიგაში აღზევების რეალური კანდიდატია, საქართველოს ნაკრები კი 2 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
ერთა ლიგა
თ
გ
ფ
წ
ბშ
ქ
1
ჩრდილოეთ ირლანდია
4
2
2
0
4
8
2
უნგრეთი
4
2
1
1
1
7
3
უკრაინა
4
1
1
2
-3
4
4
საქართველო
4
0
2
2
-2
2
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.