პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შრომითი ძალის ინდოეთიდან შემოყვანაზე ვფიქრობთ - ლაშა პაპაშვილი

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობაში სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტის გამო ინდოეთიდან მუშახელის შემოყვანას განიხილავს.

შრომითი ძალის ინდოეთიდან შემოყვანაზე ვფიქრობთ - ლაშა პაპაშვილი
BM.GE

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტი მწვავედ, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში დგას, რა პრობლემის გადასაჭრელადაც უცხოეთიდან, კერძოდ ინდოეთიდან, მუშახელის შემოყვანას განიხილავს.

როგორც პაპაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, კვალიფიციური კადრების, მაგალითად, უცხოელი შეფმზარეულების დასაქმების კუთხით მის ბიზნესჯგუფს შეფერხება არ აქვს, თუმცა რთული ვითარებაა არაკვალიფიციური შრომითი ძალის მოძიების მხრივ.

„ვფიქრობთ, რომ ვიმუშაოთ მსხვილ HR კომპანიებთან, ინდოეთიდან. საუბარია არა პროფესიონალების, არამედ უბრალოდ მუშის შემოყვანაზე. შრომითი ძალა გვინდა. სოფლის მეურნეობაში ძალიან რთულია საპოვნელად იმ რაოდენობის ადამიანი, რაც დაგჭირდება. ჩემს მერძეულ ფერმაში დასაქმებას ვგულისხმობ, ასევე სახნავ-სათესი თემებია, სადაც ვფიქრობ, გაგვიჭირდება“, — აღნიშნავს ბიზნესმენი.

BAG ინდექსის 2026 წლის III კვარტალის მონაცემები აჩვენებს, რომ ბიზნესის მთავარი გამოწვევა კვლავაც სპეციალისტების ნაკლებობაა. საგულისხმოა, რომ წინა კვარტალთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით გამწვავდა სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემაც. სპეციალისტების ნაკლებობაზე საქართველოს ბიზნესს ასოციაციის წევრი კომპანიების 54% აცხადებს, სამუშაო ძალის ნაკლებობა კი გამოკითხული კომპანიების 48%-სთვისაა ხელის შემშლელი ფაქტორი. BAG ინდექსის მიხედვით, ეს საკითხი განსაკუთრებით მშენებლობის სექტორისთვისაა პრობლემური.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სოსო ფხაკაძე: ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის ნდობა ღია, კონსტრუქციული და პროფესიული დიალოგით მიიღწევაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები