ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ჩრდილოეთ ირლანდია-საქართველო - ერთი საათი მატჩამდე

ერთა ლიგის მეოთხე ტურის წინ, სადაც ჩრდილოეთ ირლანდია და საქართველო ხვდებიან ერთმანეთს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯერ გამარჯვება და გატანილი გოლი არ აქვს, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია შვიდი ქულით ჯგუფს ლიდერობს.

ჩრდილოეთ ირლანდია-საქართველო - ერთი საათი მატჩამდე
ჩრდილოეთ ირლანდია-საქართველო - ერთი საათი მატჩამდერუსთავი 2

ერთი საათი მატჩამდე. ჩრდილოეთ ირლანდია - საქართველო. დღეს ერთა ლიგის გათამაშების მეოთხე ტურია. ჩრდილოეთ ირლანდიამ ჩვენი გუნდი საშინაო მატჩში 0-1 დაამარცხა, საქართველოს ეროვნულ გუნდს კი ჯერ არცერთი მოგება არ აქვს.

სვანაძის ხელმძღვანელობით ეროვნულმა ნაკრებმა 28 სექტემბერს უკრაინასთან ფრედ ითამაშა, შემდეგ კი ბუდაპეშტში უნგრეთთან დამარცხდა, "ჯვაროსნებს" მხოლოდ ერთი ქულა აქვთ და ჯერ გოლიც არ გაუტანიათ. ამიტომ, დღეს, ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

ტურნირის დაწყებამდე ჩრდილოეთ ირლანდიას შვიდ მატჩში მხოლოდ ორი გამარჯვება ჰქონდა. თუმცა ერთა ლიგის ახალ სეზონში გამოსვლა 25 სექტემბერს საქართველოსთან მოგებით დაიწყო.

ამის შემდეგ, მაიკლ ონილის გუნდმა უნგრეთთან ფრედ ითამაშა, პარასკევს კი უკრაინა დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა. ჩრდილოეთ ირლანდია B ჯგუფში 7 ქულით ლიდერობს და A ლიგაში აღზევების რეალური შანსი გაუჩნდა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.