პენიტენციური: სიცრუეა სხვიტარიძის პოსტში მოყვანილი ფაქტები, დაწესებულებაში სიმშვიდეა
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კატეგორიულად უარყო მსჯავრდებულ საბა სხვიტარიძის გავრცელებული ინფორმაცია რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული დაძაბულობისა და პატიმრების პროტესტის შესახებ. თავად სხვიტარიძე საპატიმროდან გავრცელებულ წერილში აცხადებდა, რომ დაწესებულებაში ვითარება დაძაბულია და პატიმრები პროტესტს მართავენ.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში „კატეგორიულად უარყოფენ“ მსჯავრდებულ საბა სხვიტარიძის გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა.
„კატეგორიულად უარვყოფთ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, არანაირი ვენების გადაჭრა, შიმშილობა და ა.შ. დაწესებულებაში არის სრული სიმშვიდე. სრული სიცრუეა მის პოსტში მოყვანილი ფაქტები და დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა“, - აღნიშნავენ პენიტენციურ სამსახურში.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, საბა სხვიტარიძემ საპატიმროდან გავრცელებულ წერილში განაცხადა, რომ მეექვსე „მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში“ ვითარება დაძაბულია. სხვიტარიძის თქმით, პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და სასჯელს 10-12 წელს უმატებენ. ამასთან, მისი თქმით, „პატიმარმა ვენები გადაიჭრა“.
„გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა. პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები. პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო - ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! ასევე, სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან! ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი“, - წერს საბა სხვიტარიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„კატეგორიულად უარვყოფთ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, არანაირი ვენების გადაჭრა, შიმშილობა და ა.შ. დაწესებულებაში არის სრული სიმშვიდე. სრული სიცრუეა მის პოსტში მოყვანილი ფაქტები და დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა“
„გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა. პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები. პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო - ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! ასევე, სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან! ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…