ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პენიტენციური სამსახური პატიმარ საბა სხვიტარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს - უწყებაში აღნიშნავენ, რომ №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მშვიდი ვითარებაა

რუსთავი 2იუსტიციის სამინისტრო

პენიტენციურმა სამსახურმა კატეგორიულად უარყო პატიმარ საბა სხვიტარიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული დაძაბულობის, პატიმრების ცემისა და შიმშილობის შესახებ და განაცხადა, რომ დაწესებულებაში მშვიდი ვითარებაა.

პენიტენციური სამსახური პატიმარ საბა სხვიტარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს - უწყებაში აღნიშნავენ, რომ №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მშვიდი ვითარებაა
პენიტენციური სამსახური პატიმარ საბა სხვიტარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს - უწყებაში აღნიშნავენ, რომ №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მშვიდი ვითარებაარუსთავი 2

საბა სხვიტარიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან და გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, "რუსთავი 2" პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა.

უწყებამ კატეგორიულად უარყო პატიმრის განცხადებები და აღნიშნა, რომ საბა სხვიტარიძის ბრალდებები რეალობას არ შეესაბამება.

მათივე ცნობით, №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მშვიდი ვითარებაა და დასახელებულ პრობლემებს ადგილი არ აქვს.

"მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია. პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ.

პატიმარმა ვენები გადაიჭრა.

გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი ცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა.

პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები.

პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო - ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას!

ასევე სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან!

ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი", - წერს საბა სხვიტარიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ტაბულაოპოზიციურიპენიტენციური სხვიტარიძეზე: სიცრუეა მის პოსტში მოყვანილი ფაქტები, დაწესებულებაში სიმშვიდეა
  2. ფორმულაოპოზიციურიპენიტენციური: სიცრუეა სხვიტარიძის პოსტში მოყვანილი ფაქტები, დაწესებულებაში სიმშვიდეა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია. პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ. პატიმარმა ვენები გადაიჭრა. გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი ცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა. პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები. პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო - ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას! ასევე სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან! ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რუსთავის ციხეში პატიმარმა ვენები გადაიჭრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები