რუსთავის ციხეში პატიმარმა ვენები გადაიჭრა
რუსთავის ციხეში პატიმარმა ვენები გადაიჭრა, პატიმრების ნაწილმა კი შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას პატიმარი საბა სხვიტარიძე ავრცელებს და აცხადებს, რომ მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია.

რუსთავის ციხეში პატიმარმა ვენები გადაიჭრა, - ინფორმაციას ამის შესახებ ამავე ციხის პატიმარი საბა სხვიტარიძე ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო,
მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია. პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ.
პატიმარმა ვენები გადაიჭრა
გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი ცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა.
პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები.
პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო - ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას!
ასევე სახახლო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან!
ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.