ბათუმში მეოთხე დღეა გაუჩინარებულ რუსეთის მოქალაქეს ეძებენ
ბათუმში მეოთხე დღეა ეძებენ რუსეთის 34 წლის მოქალაქეს, რომელიც სანაპიროზე სასეირნოდ გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი მეუღლის ცნობით, კაცის პირადი ნივთები ბინაში დარჩა და ის ზარებს არ პასუხობს.

34 წლის კრასნოიარსკელი კაცის გაუჩინარებაზე რუსულმა მედიამ დაწერა. ტელეგრამარხ Baza-ს ინფორმაციით, სერგეი 13 ნოემბერს სახლიდან სანაპიროზე სასეირნოდ გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მას შემდეგ ზარებსა და შეტყობინებებს აღარ პასუხობს. მისი პირადი ნივთები ბინაში დარჩა.
სერგეის მეუღლის, ტატიანას თქმით, კაცი საქართველოში რამდენიმე თვის წინ სამუშაოდ ჩამოვიდა. ბათუმში ის მოსკოველ კოლეგასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ახლა მის ძებნაში მონაწილეობს.
ტატიანა ამბობს, რომ ქმარი მანამდე გაუფრთხილებლად არასდროს გაუჩინარებულა. თავად ის რუსეთში იმყოფება.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…