პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რატი იონათამიშვილი - ევრობიუროკრატებს და ევროპულ ინსტიტუტებს სირაქლემის პოზაში ყოფნა კარგს არაფერს მოუტანს, ტყუილებსაც კი კადრულობენ - ისინი ემსახურებიან არა ევროპელ ხალხს, არამედ უცხო ძალებს

რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ევრობიუროკრატები ტყუილებს კადრულობენ და არა ევროპელ ხალხს, არამედ უცხო ძალებს ემსახურებიან. დეპუტატის მტკიცებით, საქართველო დაკავშირებადობის კონცეფციის მთავარი ღერძია და მისი როლის დაკნინება ევროკავშირის ინტერესებს აზიანებს.

რატი იონათამიშვილი - ევრობიუროკრატებს და ევროპულ ინსტიტუტებს სირაქლემის პოზაში ყოფნა კარგს არაფერს მოუტანს, ტყუილებსაც კი კადრულობენ - ისინი ემსახურებიან არა ევროპელ ხალხს, არამედ უცხო ძალებს
ინტერპრესნიუსი

ევრობიუროკრატებს და ევროპულ ინსტიტუტებს სირაქლემის პოზაში ყოფნა კარგს არაფერს მოუტანს - ისინი უკვე ფაქტობრივ ტყუილებსაც კი კადრულობენ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გაფართოების სამიტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავშირებადობა საქართველოს გარეშე არა თუ შეუძლებელია, არამედ საქართველო არის დაკავშირებადობის კონცეფციის მთავარი ღერძი და ცენტრი.

"ევრობიუროკრატებს და ევროპულ ინსტიტუტებს სირაქლემის პოზაში ყოფნა კარგს არაფერს მოუტანს. ისინი უკვე ფაქტობრივ ტყუილებსაც კი კადრულობენ. როდესაც ევროპის ხელმძღვანელი პირების მხრიდან ასეთი ტყუილები გვესმის, რა თქმა უნდა, ეს მათი მხრიდან აღიარებითი ჩვენებაა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და პირველ რიგში, პოლიტიკურად. ამ ყველაფერს ამ უსამართლო თამაშებით მიაღწიეს. დასანანია, რომ ორმაგი სტანდარტების გამო ევროკომისრები იქნებიან თუ ევრობიუროკრატები ისეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათ თავის მართლებისთვის ფაქტობრივი ტყუილების თქმა უხდებათ.

დაკავშირებადობა საქართველოს გარეშე არა თუ შეუძლებელია, არამედ საქართველო არის დაკავშირებადობის მთელი კონცეფციის მთავარი ღერძი და ცენტრი, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისითაც და გეოგრაფიული მიმართულებითაც. ამიტომ, როდესაც საქართველოს როლის დაკნინება ხდება, სინამდვილეში ხდება არა საქართველოს, არამედ დაკავშირებადობის კონცეფციის დაკნინება, რაც ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის. რატომ იქცევიან ასე?! რა თქმა უნდა, ისინი ევროპის ინტერესებით რომ მოქმედებდნენ, მათი პოზიციონირება სრულიად განსხვავებული იქნება და იქნება ჯანსაღი სამართლიან წესებზე დაფუძნებული, მაგრამ როდესაც ევროპის წინააღმდეგ მიდიან, აქ უკვე ფაქტია, რომ ისინი ემსახურებიან არა ევროპელ ხალხს, არამედ იმ უცხო ძალებს, რომლებიც როგორც აგენტურას ისე მართავენ ე.წ. პარტიებს საქართველოში", - განაცხადა იონათამიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩვენი ქვეყნის როლი დაკავშირებადობის კუთხით და გეოპოლიტიკური რუკიდან საქართველოს გაქრობის მცდელობა ევრობიუროკრატების მიერ . „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები